LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბასთუმნის ხანძრის ჩასაქრობად თურქეთი 1 თვითმფრინავს და 2 ვერტმფრენს აგზავნის

93

საქართველოს თურქეთი ამჯერად აბასთუმანში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დაეხმარება და ამისთვის 1 თვითმფრინავს და 2 ვერტმფრენს აგზავნის.

ამის შესახებ განცხადება საქართველოში თურქეთის ელჩმა, ზექი ლევენთ გუმრუჩქუმ, გააკეთა და აღნიშნა, რომ საფრენი აპარატები დღის მეორე ნახევარში შემოვლენ.

”გასულ კვირას თურქეთი იყო ის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც დახმარება გაუწია საქართველოს. ახლა გავიგეთ აბასთუმნის ტერიტორიაზე გაჩენილი ცეცხლის თაობაზე. შესაბამისად, ახლაც მზად ვართ, დავეხმაროთ ქართულ მხარეს და ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩავერთვებით. გზაში არის ჩვენი ქვეყნის ერთი თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი. ისინი დღის მეორე ნახევრიდან შეუერთდებიან ცეცხლის ჩაქრობის პროცესს. ეს არის ის, რაც უნდა გაუკეთოს მეგობარმა ქვეყანამ მეგობარ ქვეყანას”, – განაცხადა გუმრუქჩუმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები