LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს პოლონელი ჟურნალისტები გააშუქებენ

95

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს სამიზნე ქვეყნებიდან პრესტურების ორგანიზებას. ამჯერად, აჭარაში პოლონელი ჟურნალისტები იმყოფებიან. რეიტინგული მედია საშუალებების ჟურნალისტები აჭარის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან.

სამდღიანი ვიზიტისას ისინი ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ, ეწვევიან მტირალას ეროვნულ პარკსა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღს. ასევე გაეცნობიან რეგიონის კულტურულ-ისტორიულ წარსულს გონიოს ციხე სიმაგრესა და მუზეუმებში. ისინი ადგლობრივ სამზარეულოსაც დააგემოვნებენ და მათი მომზადების მასტერკლასებს გადაიღებენ. 

ჟურნალისტების მიერ მომზადებული სტატიები და რეპორტაჟები ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებამდე პოლონურ მედიაში გამოქვეყნდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წელს ჯამში 32 პრესს და ინფო ტურის ჩატარებას გეგმავს, რომლის დროსაც რეგიონის ტურისტულ შესაძლბელობებს ტუროპერატორები და ჟურნალისტები გაეცნობიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები