LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფეთქება საბერძნეთში: დაშავებულია ყოფილი პრემიერი

48

საბერძნეთის ყოფილი პრემიერის ლუკას პაპადემოს მანქანა აფეთქდა. შემთხვევა ათენში მოხდა. პრემიერი აფეთქების დროს მანქანაში იმყოფებოდა.

უცხოური პრესის ცნობით, საბერძნეთის ყოფილი პრემიერი და მისი მძღოლი სერიოზულად დაშავდა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. BBC-ს ცნობით, ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ცნობილია, რომ მანქანაში კიდევ ორი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ჯერჯერობით უცნობია, რა კვალიფიკაციას მიანიჭებენ აფეთქებას.

ლუკას პაპადემოსი საბერძნეთის პრემიერი 2011 წლის ნოემბერში გახდა, მაშინ როცა ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური არეულობა იყო. მან თანამდებობა 2012 წლის მაისში დატოვა.

პაპადემოსი ასევე, ცენტრალური ბანკის ვიცე პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.

პოპულალურები