LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აფხაზეთი ჩვენია, განგრენა შენ ხარ!” – სალომე ზურაბიშვილს ლანჩხუთში აქციით დახვდნენ

63

„მოღალატე“, „არც ერთი ხმა მოღალატეს“, „აფხაზეთი ჩვენია, განგრენა შენ ხარ!“ – ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ლანჩხუთში  მმართველი ძალის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს მოქალაქეთა ჯგუფი დახვდა.

ზურაბიშვილის მხარდამჭერებმა მათ დაშლისკენ მოუწოდეს, რასაც ხმაური მოჰყვა. ადგილობრივები, რომლებიც ზურაბიშვილს აქციით დახვდნენ, აცხადებენ, რომ მისი შეხედულებები მოსახლეობისთვის მიუღებელია.

აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მათ შეხვედრაზე დასწრების სურვილის ჰქონდათ და სალომე ზურაბიშვილთან გარკვეული კითხვები ჰქონდათ, თუმცა დარბაზში არ შეუშვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები