LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთმა, შესაძლოა, საკუთარი კრიპტოვალუტა შექმნას

102

გამოცემა The Cointelegraph- ის ინფორმაციით აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკამ, შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში საკუთარი კრიპტოვალუტა შექმნას. გავრცელებული ინფორმაცია  აფხაზეთის ეკონომიკის დე-ფაქტო მინისტრმაც დაადასტურა. მოსკოვში გამართულ კონფერენციაზე აღნიშნეს,  რომ ეს სერიოზული პროექტია,  რომელსაც მთელი ლოკალური ინდუსტრიის შეცვლა შეუძლია.

არსებული ინფორმაციით, დე-ფაქტო ხელისუფლებას კრიპტოვალუტის შესაქმნელად  ერთი მილიარდი დოლარი დასჭირდება. თანხების მოსაზიდად კი გეგმავენ აფხაზეთის რესპუბლიკის მონეტა  შეზღუდული რაოდენობით გამოუშვან.

კრიპტოვალუტა ციფრული ვალუტის ნაირსახეობაა. განსაკუთრებულობა იმაში გამოიხატება, რომ არანაირი შიდა და გარე ადმინისტრატორი არ არსებობს. კრიპტოვალუტის გადაგზავნა შეუქცევადია – ვერავინ ვერ დაბლოკავს და გააუქმებს. კერძო გასაღების გარეშე ძალით ტრანზაქციაც ვერ გაკეთდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები