LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვილმა და მისმა გუნდმა ახალი პლატფორმა წარმოადგინა

59

თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა და მისმა გუნდმა ახალი პლატფორმა chemitbilisi.ge წარმოადგინა. ახალი ონლაინ პლატფორმა თბილისელების ინფორმირებულობისა და ჩართულობის გასაზრდელად, ასევე ელისაშვილის დაპირებების გასაკონტროლებლად შეიქმნა.
პარტიის ინფორმაციით,  პლატფორმა უზრუნველყოფს ორ საკითხს – მოსახლეობის ინფორმირებულობას და ჩართულობას. მოსახლეობას ცენტრალიზებულად ერთ ადგილას შეეძლება ინფორმაციის მიღება ქალაქთან დაკავშირებულ სერვისებზე, პროექტებთან და პრობლემებთან დაკავშირებით. ამავდროულად შეეძლებათ ჩაერთონ ქალაქის განვითარების პროცესში, საკუთარი იდეების და პრობლემების მარტივად, ქალაქის მერიისათვის მიწოდებით. ალექსანდრე ელისაშვილი საკუთარი დაპირებების შესრულების მონიტორინგსაც იგივე სისტემით მოახდენს.

chemitbilisi.ge-ს მომხმარებლები შეძლებენ თვალი ადევნონ მათი გზავნილის და პრობლემის მოგვარების ყველა ეტაპს“, – აცხადებენ თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო შტაბში. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები