LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსანდრე ელისაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება

38

ალექსანდრე ელისაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება, საკრებულოს წევრი საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა. მისი თქმით, დეპუტატი ეკა ბესელია მისთვის ჩრდილის მისაყენებლად „ყველა საძაგელ ხერხს მიმართავს.“

“ეკა ბესელია ყველანაირ საძაგელ ხერხს მიმართავს, რომ როგორღაც მე რაღაც ჩრდილი მომაყენოს. ციხეში მყოფ გამოკეტილ ადამიანს, რომელიც აშკარად ვერაფერში ერკვევა, აწერინებ წერილს და აფრიალებ, რომ ეს თითოქოს რაღაც მტკიცებულებაა, ეს არის ძალიან ცუდი ხერხებით და მეთოდებით ბრძოლა. მე მომდიოდა ათობით წერილი, რომ ბესელია კორუმპირებულია, ახლაც მომივიდა საკრებულოში ერთი წერილი და მასში ბესელიას ახსენებენ”, – განაცხადა ელისაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები