LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ დროისთვის სანდრა რულოვსის საპრეზიდენტო კანდიდატობას გამოვრიცხავ – ნიკა მელია

125

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატობასთან დაკავშირებით სანდრა რულოვსთან არანაირი კონსულტაციები არ მიმდინარეობს. როგორც მან “ტვ პირველის” გადაცემაში “რეაქცია” აღნიშნა, პოლიტსაბჭო საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ქვეყანაში მოვლენების განვითარების შესაბამისად მიიღებს.

“საპრეზიდენტო კანდიდატობასთან დაკავშირებით სანდრა რულოვსთან არანაირი კონსულტაციები არ მიმდინარეობს. მის კანდიდატობას დიახ ამ მომენტისთვის გამოვრიცხავ. პოლიტსაბჭოს ამ თემაზე არ უმსჯელია. გააჩნია როგორ განვითარდება პროცესები, იმის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას პოლიტიკური საბჭო. ხელისუფლებას დაამარცხებს რა თუ არა ერთობა”, – განაცხადა ნიკა მელიამ.