LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამ კლინიკაში წყდებოდა ჩემი ამბები”

41

“ორი კურსი დამრჩა და სრულიად ჯანმრთელი ვიქნები”, – ამის შესახებ აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

სინჯიკაშვილი ევროპაში, ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს, რომლის ფოტოსაც აქვეყნებს და ამბობს, რომ ევროპაში იციან სიტყვა დაზღვევა რასაც ნიშნავს.

“ვიცი რომ ინერვიულეთ ბევრმა და ამ კლინიკაში წყდებოდა ჩემი ამბები )) ჩამიტარეს ყველა საჭირო გამოკვლევა და რაც მთავარია ეს სკანერი, რომლის გადაღებაც მართლა მილიონი ღირს და სრულიად უფასოდ გამიკეთეს ყველაფერი. შედეგები არის ათჯერ იმაზე უკეთესი, ვიდრე ვინატრებდი.მარტო ერთ ექიმს ვაჩვენებ კიდევ და სულ რამდენიმე დღეში თბილისში ვარ, დაწყებული საქმეების დასამთავრებლად ევროპაში იგრძნობა სიტყვა “დაზღვევა” რასაც ნიშნავს ))) არცერთნაირ მკურნალობაში არცერთი ლარი არ გეხარჯება აქაური დაზღვევით, აი მართლა სამოთხეა.

ორი კურსი დამრჩა სულ და სრულიად ჯანმრთელი ვიქნები ისევ.აი მეშვიდე თვეა რაც აი გადარეულები ვართ მეც და ყველა ჩემი ძალიან ახლობელიც და ასეთი შვება რა ვიცი რა. ასიმილიონი მადლობა ვინც ჩემზე ფიქრობდით და ათიათასჯერ უფრო მეტი მაგარი საქმე გამოგვივა ერთად, ვიდრე მეგონა”, – წერს აკა სინჯიკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები