LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვებისაა ყველაფერი დედამიწაზე, გაუფრთხილდით, სიყვარული ასწავლეთ და ესენი ააშენებენ ქვეყანას“ – რაზე წერს აკა სინჯიკაშვილი ?

138
Capture

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ ამბავს გვიზიარებს.

„ისეთი ბედნიერი ვარ. დღეს ჩემთან ანგელოზები მოვიდნენ 142-ე სკოლიდან და თავისი თანატოლებისთვის საჩუქრები მომიტანეს. თავისი ხელით დაუწერეს წერილები და თვითონ გაალამაზეს საახალწლოდ. ასეთი ამბები პროფესიონალი და დიდი გულის მასწავლებლების დამსახურებაა, მაგალითად ეკა გულაშვილის და ბევრი ასეთი აღმზრდელის.
ასევე “მწვანე სკოლის” ბავშვებმა ერთად შეუგროვეს სათამაშოები, ტკბილეული და სხვა. ბავშვებს გაუგზავნეს შორეულ სოფლებში.

ყველა ერთად ჩამეხუტა და ახლა ყველაზე დიდი გული მაქვს.
ამდენი სიყვარული ერთად, მთელი წლის ენერგიას იძლევა და იმიტომ გამოდის ამდენი საქმე.

ბავშვებისაა ყველაფერი დედამიწაზე, გაუფრთხილდით, სიყვარული ასწავლეთ და ესენი ააშენებენ ქვეყანას, ამათ შემოევლოთ ჩემი სიცოცხლე.

ძალიან მიყვარხართ და აკა სულ ყოველთვის თქვენს მხარეს იქნება”, – წერს აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები