LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა საჭირო გახდა, ერთხანს ბიბლიოთეკა უსახლკაროების დასახმარებელ პუნქტად აქცია – სოფელი არ დარჩენილა სადაც მის მიტანილ წიგნს იქაურობა არ გაუნათებია“ – აკა სინჯიკაშვილი

364
აკა და გიორგი

„ყოოოჩაღ მართლა რრრააა. ადგნენ და გიორგი კეკელიძე ეროვნული ბიბლიოთეკიდან გაათავისუფლეს! აესე, უმიზეზოდ. იმ ბიბლიოთეკიდან რომლის მოვლას და განვითარებას, მთელი თავისი ცხოვრება, ენერგია, დრო და ნერვი შეალია“, – წერს სოციალურ ქსელში ქველმოქმედი, აკა სინჯიკაშვილი და აღნიშნულით გიორგი კეკელიძის თანამდებობიდან მოხსნას ეხმაურება.

სინჯიკაშვილი მისი და გიორგი კეკელიძის ერთობლივი საქმეების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას უზიარებს და წერს:

„ბიბლიოთეკა არის უფრო მეტი, ვიდრე ინდივიდები – მცდელობები, პოლიტიკასთან დააკავშირონ, აჩვენებს იმ ადამიანების არაკეთილსინდისიერებას, რომლებიც ამას ცდილობენ“ – შალვა პაპუაშვილი

„თუ იცით, გიორგის რამდენი და რამხელა საქმეები აქვს გაკეთებული, გნებავთ მარტოს, გნებავთ ჩემთან ერთად, გნებავთ სხვებთან ერთად?!

„ჩემი მხარდაჭერა გიორგი კეკელიძეს! ჩემი ხევსურეთისთვის, ძალიან ბევრი კარგი გააკეთა.. მისმა თანადგომამ გადამატანინა ძალიან მძიმე პერიოდი“ - მარგარეტ დაიაური 

„მისი ადამიანობისთვის, სიკვდილამდე მადლიერი ვიქნები და ყოველთვის მხარს დავუჭერ, როცა უსამართლოდ მოექცევიან“.

როცა საჭირო გახდა, ერთხანს ბიბლიოთეკა საერთოდ უსახლკაროების დასახმარებელ პუნქტად აქცია და ათობით ათას ადამიანს გაუწია დახმარება.

რამდენი ოჯახისთვის მიგვიტანია ჩვენი ხელით საჭმელი, წამალი და თითქმის სოფელი არ დარჩენილა სადაც მის მიტანილ ან გაგზავნილ წიგნს იქაურობა არ გაუნათებია.

მანქანა როცა არ გვყავდა საჭმლის დასარიგებლად, ჯერ თვითონ დადიოდა ჩვენთან ერთად, მერე თავისი პირადი მანქანა მათხოვა და მთელი ზაფხული იმით დაგვქონდა საჭმელი მშივრებისთვის.
აქ რა ჩამოთვლის ყველაფერს…

„გიორგი კეკელიძეს ისეთ სოფლებში ჩაჰქონდა წიგნები, ბავშვები რომ კილომეტრებს გადიოდნენ განათლების მისაღებად“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

ახლა ორი ათასი წიგნი გვქონდა ერთად სვანეთში წასაღები.
ჰაჰ, წიგნებსაც წავიღებთ და ისევ სხვებსაც მივეხმარებით. ისევ ისეთი მეგობრები ვიქნებით და ისევ ის იშვიათი ქართველი იქნება, მართლა რომ უყვარს თავისი ქვეყანა და ადამიანები.

„პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან“ – გიორგი კეკელიძე

დანარჩენ ამბებს რა ეშველება, კანტორას რომ ემსგავსება ყველა ნათელი ადგილი. ეს ფოტო კი მაგრად მიყვარს.

ეროვნული ბიბლიოთეკის ულამაზეს დარბაზში, წინ ოცდათორმეტი ტონა ტანსაცმელი გვიდევს, რომელიც მოხალისეებთან ერთად გადავარჩიეთ და დავარიგეთ მთელს ქვეყანაში.“ – წერს აკა სინჯიკაშვილი.

„არც მე გამიშვებს სინდისი სამშვიდობოს გიორგი კეკელიძე, ნიკოს სახელით მადლობა არ გითხრა, იმ ადამიანთა შორის ხარ, ვისი გაცნობაც ჩემმა ნიკომ მოასწრო“ – იზა ომაძის ემოციური მადლობა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები