LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთელი ზამთარი აქ გაატარა.. რამდენიმე დაავადება აქვს და საერთოდ არავინ არ ჰყავს.. ზის ხოლმე და სულ ტირის.. მომეხმარეთ რითაც შეძლებთ, რომ სახლში ყოფნის საშუალება მივცეთ“ – აკა სინჯიკაშვილი

529
Untitled design (4)

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში უსახლკარო მოხუცზე ავრცელებს ინფორმაციას, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს.

როგორც აკა სინჯიკაშვილი წერს, მოხუც ქალბატონს არავინ ჰყავს ვინც დაეხმარება.

„ალბათ ყველას დაგინახავთ მეტროსთან, მთელი ზამთარი აქ გაატარა. რამდენიმე დაავადება აქვს და საერთოდ არავინ არ ჰყავს, შვილი უწევს საავადმყოფოში, ისიც ძალიან ავადაა:/ არაფერი არ აბადია, აქ ზის ხოლმე და სულ ტირის 😕 კიდევ შემდეგ მეტროსთან ზის ქალი, ის საერთოდ ვერ დადის 😕 როგორც იცით, ქვეყანაში არ არსებობს ავადმყოფი მოხუცებისთვის თავშესაფარი სადაც შეიძლება წავიყვანოთ. ასეთი ადამიანი, კიდევ სამოცდაათამდეა, მეტროებთან და ვაგზლის ტერიტორიაზე და მოწყალებით არსებობენ. რაღაცნაირად უნდა შევძლოთ, რომ სახლი და საჭმელი მაინც ჰქონდეთ.

მომეხმარეთ რითაც შეძლებთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა მოვაშოროთ ქუჩას და სახლში ყოფნის საშუალება მივცეთ. ამდენ საცოდაობას როგორ უყურებენ სხვები ცივად, მართლა გული მისკდება უკვე 😭😭😭

რასაც შევძლებთ, ყველაფრით დავეხმარებით.

ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ – ანგარიშის ნომერი:

საქართველოს ბანკი #GE35BG0000000144817300

აკაკი სინჯიკაშვილი

„თიბისი“ ბანკი #GE90TB7603845061100016

PayPal – [email protected]

უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით – Akaki Sinjikashvili

#სიკეთეგადამდებია ❤️❤️❤️“, – წერს აკა სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები