LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამ წერილს კი იმისთვის ვწერ, რომ შენდობა გთხოვოთ”- დეკანოზის წერილი

50

დეკანოზი გიორგი მამალაძე საზოგადოებას შენდობას სთხოვს, “ციანიდის საქმეზე” ბრალდებულმა წერილი გაზეთ “კვირის პალიტრას” გაუგზავნა.

“მოგესალმებით ყველას. ჩემმა ადვოკატებმა მითხრეს, რომ პროკურატურას გამოუქვეყნებია ვიდეოები, სადაც სასულიერო პირისთვის შეუფერებლად ვლაპარაკობ. ალბათ, ძალიან მძიმე მოსასმენია ეს საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით მორწმუნე ადამიანებისთვის დამაბნეველია. ძალიან ვდარდობ ამაზე.

რაც შეეხება სიტყვებს “დასაბრედია”, “მარილზე გასაშვებია” და მათ შინაარსს, ღმერთია მოწამე, არავის მკვლელობა არ მიგულისხმია. მე და ჩემი ნათესავი ხუმრობასა და შაყირნარევ საუბარში ავყევით ერთმანეთს, მაპატიეთ ჟარგონისთვის, “მარიაჟობასაც” დავარქმევდი. მაშინ სამწუხაროდ ვერ ვხვდებოდი, რა მიზანი ჰქონდა ამ ყველაფერს. ერთიც მინდა ვთქვა, იმ ავადსახსენებელ ნივთიერებაზე მართლაც ვეკითხებოდი. თუ რისთვის ვეკითხებოდი, ეს გამოძიებამ კარგად იცის. მე ეს ნივთიერება არ შემიძენია და არც არასოდეს მქონია.
უფალი ბრძანებს, “თმანიცა თავისა თქვენისანი აღრიცხილ არიან წინაშე ღვთისა”, ყოველივე ღვთის განგებით ხდება.

ამ წერილს კი იმისთვის ვწერ, რომ შენდობა გთხოვოთ, თუკი რომელიმე თქვენგანისთვის რწმენის დამაბრკოლებელი აღმოჩნდა ჩემი უხამსი საუბარი”,-ნათქვამია წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები