LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკა ყოველთვის იქნება მსოფლიოს გვერდით – დონალდ ტრამპი

95

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, პარტნიორებს აშშ-ის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამერიკა ყოველთვის იქნება მსოფლიოს გვერდით, განსაკუთრებით თავისი მოკავშირეების გვერდით.

აღნიშნული განცხადება ტრამპმა ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის გენერალური დებატების გახსნის ღონისძიებაზე გააკეთა.

დონალდ ტრამპმა გამოსვლისას გაერო-ს საქმიანობის მნიშვნელობასა და აშშ-ის შიდა პოლიტიკურ საკითხებზე, ასევე, საერთაშორისო უსაფრთხოებასა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე ისაუბრა.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა, კი ყურადღება გაამახვილა მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის – ბირთვული იარაღის გამოყენებასა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ასევე – მიგრაციასა და კლიმატის ცვლილებებზე.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, დაესწრო.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის გენერალური დებატები 25 სექტემბრამდე გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები