LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკაში ეძებენ ტურისტ ძიძას, რომლის ხელფასიც 1,5 ათასი დოლარი იქნება

186

ამერიკელი წყვილი დერეკ და მაკენზი ტილოტონები აქტიური მოგზაურები არიან და გადაწყვიტეს, რომ ამჯერად მსოფლიო თავის მცირეწლოვან სამ შვილთან ერთად მოიარონ. სწორედ ამიტომ, ისინი ეძებენ ადამიანს, რომელიც მზად იქნება, რომ ყველგან მათთან ერთად იაროს და მათ შვილებს მოუაროს. დერეკი და მაკენზა მზად არიან, რომ ძიძას თვეში 1,5 ათასი დოლარი გადაუხადონ. გარდა ამისა, აუნაზღაურონ  საცხოვრებლის, საკვებისა და ტრანსპორტირების ხარჯები. ასევე, ისინი პირობას დებენ, რომ შერჩეულ კანდიდატს კვირში 2 დღე დასვენებაც ექნება.

იუტაში მცხოვრები წყვილი მოგზაურობას ივლისში დაიწყებს, დანიშნულების პირველი პუნქტი ნიუ-იორკი, შემდეგ ისლანდია და ევროპის სხვადასხვა ქვეყნები იქნება.

აღსანიშნავია, რომ მოგზაურობა 2018 წლის ივნისამდე გასტანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები