LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკაში მთავარი ფეხბურთელებსა და ტრამპს შორის კონფლიქტია

46

სააგენტო AP-მა ჟურნალისტებს შორის გამოკითხვა ჩაატარა, რომელსაც უნდა გამოევლინა 2017 წლის მთავარი სპორტული თემა.

ხმების უმრავლესობით გაიმარჯვა ამერიკული ფეხბურთის პროფესიული ლიგისა (NFL) და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კონფლიქტმა.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელები მატჩების წინ, აშშ-ის ჰიმნის შესრულებისას ცალ მუხლზე იჩოქებდნენ და ამით გამოხატავდნენ სოლიდარობას იმ აფროამერიკელების მიმართ, რომლებიც სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. აქციის მონაწილე დაახლოებით 200 მოთამაშე გახდა.

ასევე, მსოფლიო სპორტის სამყაროში ძირითად თემებად დასახელდა: სკანდალი ამერიკულ სტუდენტურ კალათბურთში, როცა სექტემბრის ბოლოს, ცნობილი სპორტული მოღვაწეები დააპატიმრეს და ისინი კორუფციაში ამხილეს.
ამავე სიაში შევიდა დოპინგ-სკანდალი რუსულ სპორტში და “ჰიუსტონ ასტროზის” პირველი ჩემპიონობა ბეისბოლის მსოფლიო სერიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები