LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანი ჩირაძე: „ნუ დაიჯერებთ, რასაც ჩემზე ამბობენ…“

3407

მსახიობი და იურისტი ანი ჩირაძე პოპულარული „ჩემი ცოლის დაქალებში“ ჩიკას როლის შესრულებით გახდა. ის ახლახან ნინო დარასელმა „სითისთვის“ ჩაწერა და გადაიღო. ფოტოები ნატა სოფრომაძეს ეკუთვნის.

ანა ჩირაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ ბლიცშეკითხვებს უპასუხა:

ჩიკა…

ბევრი შემხვედრია ცხოვრებაში ჩიკაც და შავლეგოც – როგორც ჩიკა იტყოდა, „ცაკალელები“.

რომ არ ვყოფილიყავი ის, ვინც ვარ, ალბათ ჩემგან დადგებოდა…

მშვენიერი ექიმი…

სიამოვნებით მექნებოდა რომანტიკული ვახშამი…

რომანტიკულის რა მოგახსენოთ და… პუტინთან. თქვენთვის მომინდვია იმის წარმოდგენა, რით დასრულდებოდა ეს ვახშამი! ამის მერე, რა ვიცი… იქნებ, შემდეგ ზაფხულს სოხუმშიც დაგვესვენა.

ჩემი კომფორტისთვის აუცილებელია…

ლოგინთან – წიგნი

მაცივარში – რამე მაინც

კარადაში – ბევრი თარო

ჩანთაში – ჩანთას არ ვხმარობ…

სიყვარული…

ყველას უნდა.

როდესაც მარტო ვარ…

არ მიყვარს მარტო ყოფნა, „სულების“ მეშინია.

სიზმარში ხშირად ვხედავ…

ისეთი მაგარი სიზმრები მაქვს, რომ სულ მინდა, „დავაშეარო“.

ყველაზე უცნაური ამპლუა, რომელში ყოფნამაც მომიწია.

მე მგონია, რომ დღეს ვარ სწორედ მაგ ამპლუაში.

ჩემზე ამბობენ…

არაფერს, რაც სიმართლესთან ახლოა და ნუ დაიჯერებთ, რასაც ამბობენ.

სრული ტექსტის ხილვა „სითის“ ახალ ნომერში შეგიძლიათ…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები