LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქტიური რეზერვის სამსახური, საპილოტე პროექტის სახით, წელს ამოქმედდება – ლევან იზორია

76

აქტიური რეზერვის სამსახური, საპილოტე პროექტის სახით წელს ამოქმედდება და პირველ ეტაპზე 260 ადამიანის მიღება იგეგემება.

ამის შესახებ განცხადება თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„ჩვენ ამისთვის თავდაცვის ბიუჯეტში თანხები უკვე გამოყოფილი გვაქვს. ასევე თანხები გამოიყო იმ მართვის ელექტრონული სისტემის შესაქმნელად, რომელიც ითვალისწინებს სამობილიზაციო რეზერვის მართვის პროცესის ჩამოყალიბებას. ჩვენ მომავალ წელს და შემდეგ წლებში გამოვყოფთ თანხებს იმისთვის, რომ მან უფრო მეტი მასშტაბი მიიღოს. მზად ვართ იმისთვის, რომ წელს აქტიური რეზერვი საპილოტე პროექტის სახით ავამოქმედოთ. პირველ ეტაპზე 260 ადამიანის მიღება იგეგმება წელს, მომავალ წელს ეს იქნება მზარდი ტენდენცია,” –  აცხადებს იზორია.

კონცეფციის თანახმად, დადგენილი იქნება სხვადსხვა ასაკობრივი ზღვარი.

შეიარაღებული ძალების რეზერვში ასაკობრივი შეზღუდვა 50 წელი იქნება, ტერიტორიულ რეზერვში  – 55 წელი, სპეციალისტთა რეზერვში – 65 წელი, ხოლო სამობილიზაციო რეზერვის ასაკობრივი ზღვარი 60 წელი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები