LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაქართულენოვანი წარწერების განთავსებაზე ჯარიმა გაიზრდება – კახა კალაძე

44

თბილსისი მერის კახა კალაძის განცხადებით, არაქართულენოვანი წარწერების განთავსებაზე ჯარიმა გაიზრდება.

როგორც მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ამასთან დაკავაირებით შესაბამისი საკანობმდებლო წინადადება მზადდება.

რამდენიმე დღის წინ ჩვენ დავათვალიერეთ ქალაქის რამდენიმე ქუჩა, სადაც შეგხვდა სხვადასხვა კომერციული ობიექტების აბრები არაქართულენოვანი წარწერით და არსად ჩანდა შესაბამისი ქართული წარწერა.

„ეს დიდი ხნის პრობლემაა: მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტი და ყველა ობიექტს ევალება ქართულენოვანი წარწერების განთავსება მათ აბრებზე, ვალდებულება არ სრულდება. ჯარიმები საკმაოდ დაბალია, ხოლო დაჯარიმების პროცედურა რთული და გრძელვადიანი.

„აშკარაა, რომ კანონის შესრულების ხარისხი დაბალია, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის. პირველ რიგში ჩვენ უნდა ვცეთ პატივი საკუთარ ენას და დამწერლობას და ამის შემდეგ გვაქვს მორალური უფლება, იგივე მოვთხოვოთ სხვას.

„ჩვენ უახლოეს დღეებში მოვამზადებთ  საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს და შევთავაზებთ პარლამენტს, რათა გაიზარდოს საჯარიმო სანქციები ამ ტიპის დარღვევებზე და დაჯარიმების და ზედამხედველობის პროცესი უფრო მოქნილი გახდეს. მეორე მხრივ ზედამხედველობის სამსახურს უკვე მიეცა დავალება, გააძლიეროს ზედამხედველობა კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე, რათა უმოკლეს ვადებში შევცალოთ ის რეალობა, რაც დღეს ქალაქში გვაქვს,“- განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები