LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ასე შემოიარა ჩემმა სიყრმისეულმა პორნოგრაფიამ საბჭოთა კავშირი”

125

“აი ასე დაიწყო ჩემი დისიდენტური ცხოვრება კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ” – ყოფილი თანამდებობის პირი ნუგზარ (სულა) სულაშვილი და ბავშვობის ისტორიას იხსენებს.

ამჟამად ემიგრანტი სულაშვილი შიშველი ახალშობილებისთვის ტრადიციულად ქცეულ ფოტოგადაღებაზე, მოზრდილ ასაკში კი “პასპორტის ჩვენების” მარაზმზე წერს.

როგორც ის იხსენებს, მის “პორნოგრაფიულ” ფოტოს თითქმის მთელი საბჭოთა კავშირი ჰქონდა მოვლილი და არც “პასპორტის ჩვენება” და წითელი თუმნიანები იყო მისთვის უცხო.

ამის გამო სულაშვილს ერთი სასაცილო ისტორია შეემთხვა, რომელზეც ფეისბუქზე ვრცლად წერს:

“ალბათ ბევრს გახსოვთ, ლამის ტრადიციად ქცეული მარაზმი, ახალშობილებს რომ გვატიტვლებდნენ, შემდეგ ფოტოაპარატის ფოკუსს სასქესო ორგანოზე გვისწორებდნენ და აფიქსირებდნენ საკუთარი გვარისა და ჯიშის საუკუნოებრივ ციკლის გაგრძელებას. ფოტოზე აუცილებლად უკეთებდნენ ლამაზ წარწერას “ბიჭია ბიჭი!“ რითაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამდნენ უახლოეს ღვაწლს და უგზავნიდნენ ახლობლებს, მეგობრებს, ყველას ვისთანაც ხელი მიუწვდებოდათ…
ასე შემოიარა ჩემმა სიყრმის-ეულმა პორნოგრაფიამ ლამის მთელი საბჭოთა კავშირი.
არანაკლები მარაზმატიკული ტრადიცია იყო “პასპორტის ჩვენება“, განსაკუთრებით სუფრაზე, სადაც შეზარხოშებული, ულვაშ გაქონილ, ღიპუცა ბიძებისთვის აუცილებლად უნდა დაგემტკიცებინა, რომ ბიჭი იყავი. პრინციპში ეს იყო სტრიპტიზი რადგან არც თუ იშვიათად გჩუქნიდნენ წითელ თუმნიანებს.
ასე დამამახსოვრდა ჩვენი რაიკომის მდივანიც, რომელიც პაპაჩემის მეგობარი იყო.
3-4 წლის ვიქნებოდი მაშინ… საპირველმაისო პარადზე წამიყვანეს თეთრი მაისურით და წითელი შორტით.
ასეთ დღესასწაულზე უხვად იყიდებოდა ათასნაირი ტკბილეული, შაქარლამა, მამალოები, ნაყინი და ბევრი სხვა რამ… ერთი ნაყინს რომ მიყიდიდნენ შემდეგ მოკრძალებულად მიცხადებდნენ რომ მეტი ფული აღარ დარჩათ და ტვინს გაბურღვას აზრი არ ჰქონდა… (ეშინოდათ ყელი არ ამკიდებოდა)
უცებ ვიპოვე გამოსავალი… გავძვერი გამოვძვერი და თავი ამოვყავი ტრიბუნის წინ, სადაც რაიკომის მდივანი იდგა.
– გრიგოლიჩ! გრიგოოოლიჩ! – როგორც იქნა მივაწვდინე ხმა. გრიგოლიჩმა რომ დამინახა გაიღიმა და ხელი დამიქნია. ამ დროს კოჭებამდე ჩავიძვრე ჩემი წითელი შორტი და პასპორტი დავუდემონსტრირე.
წარმოვიდგინე რამდენი წითელი თუმნიანი ჩამოცვივდებოდა ტრიბუნიდან 🙂 ამ დროს ვიღაცის მწარე ხელი მომხვდა ტაკოზე… შევხედე და სახეალეწილი პაპაჩემი დამყურებდა თავს…
ბღავილი მოვრთე… ვერაფრით მივხვდი რა დავაშავე (???)
ძალს ის არის და ძალს მე. მიმათრევს მაგრამ ვეწინააღმდეგები, თან ხმამაღლა ვყვირი “გამიშვი გრიგოლიჩს ჭუ** უნდა ვაჩვენო“ მეთქი.
პ.ს. მოკლედ აი ასე დაიწყო ჩემი დისიდენტური ცხოვრება კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ და დღეს ზოგიერთები მებლატავებიან იმაზე, მხცოვანებაში როგორ გახდნენ დისიდენტები”, – წერს ნუგზარ სულუაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები