LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დამზადება-გასაღების ბრალდებით დაკავებულ 11 პირს პატიმრობა შეეფარდა

201
34239bf4e2d8ee309b60a2752ebdc9fe-L

არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადება-გასაღების საქმეზე ბრალდებულ 11 პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა კულულაშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო.

პროკურატურა დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი, დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

ცნობისთვის, დაკავებული 11 პირიდან ერთ-ერთი სკოლის მასაწავლებელი, დანარჩენი კი არასრულწოვანთა მშობლები არიან. ამავე საქმეზე სამართალდამცავებმა რამდენიმე თვის წინ, კიდევ 11 პირი დააკავეს.

ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც ხდებოდა არასრულწლოვნების პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს. დაკავებულ პირებს 17-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პატიმრობის გადაწყვეტილებას ადვოკატები არ ეთანხმებიან და სააპელაციო წესით მის გასაჩივრებას გეგმავენ.

წინასასამართლო სხდომა 20 იანვარს ჩაინიშნა.

პედოფილია და ბავშვთა პორნოგრაფია ყვავის, რაზე ფიქრობს განათლების სამინისტრო – ბაია პატარაია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები