LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასრულწლოვანთან შეხვედრა და ონლაინ საუბარი პორნოგრაფიული მიზნით დასჯადი გახდება

203
dzaladobabavshvi

საქართველოში ბავშვთა მიმართ სქესობრივი დანაშაულებისთვის სანქციები იზრდება. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დღეს განიხილავს. აღნიშნული ცვლილებების თანახმად, ბავშვის ჩაბმა პროსტიტუციაში ან პორნოგრაფიაში მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მხრიდან დაისჯება 20 წლამდე ან თავისუფლების უვადო აღკვეთით.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განმარტებით, განსაზღვრულ ნორმებს ემატება კიდევ დამამძიმებელი გარემოება, როდესაც სქესობრივი დანაშაული ჩადენილია არასრულწლოვნის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით და ამისთვის განისაზღვრება მკაცრი სანქციები.

ახალი კანონპროექტის მიხედვით, დასჯადი ხდება 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეხვედრის შეთავაზება, მათ შორის, ონლაინ საშუალებით, პორნოგრაფიული მასალის დამზადების მიზნით. აქვე განმარტებულია, რომ აიკრძალება პირობითი მსჯავრის, ასევე, საპროცესო შეთანხმების გამოყენება ბავშვთა პორნოგრაფიისა და პროსტიტუციის დანაშაულებისას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები