LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ 30 ათასზე მეტ ლტოლვილს აღარ მიღებს

86

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ 2019 წელს 30 000-მდე ლტოლვილს მიიღებს. შესაბამისად, ხელისუფლების მიერ ლტოლვილების მიღებაზე დაწესებული ლიმიტი 15 000-ით მცირდება.

“ჩვენ ვაპირებთ 30 000 ლტოლვილის განსახლებას ახალი ლიმიტის შესაბამისად, ასევე თავშესაფრის 280 000 მაძიებლის განაცხადის განხილვას,” – აღნიშნა პომპეომ.

2019 წლის ფისკალური წელი 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან იწყება. გასულ წელს დონალდ ტრამპმა ლტოლვილების მიღების ლიმიტად  45 000 დაასახელა, რაც 1980 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი იყო, თუმცა, ამის მიუხედავად, ქვეყანამ მიმდინარე წელს მხოლოდ 22 000-მდე ლტოლვილი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის ბოლო წელს აშშ-ის ხელისუფლების მიერ ლტოლვილების მიღებაზე დაწესებული კვოტა 85 000-ს შეადგენდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები