LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-მა იერუსალიმის სტატუსზე გაეროს რეზოლუციას ვეტო დაადო

81

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-მ იერუსალიმთან დაკავშირებით რეზოლუციას ვეტო დაადო. ამის შესახებ Reuters-ი წერს. რეზოლუციის პროექტით გაერო იერუსალიმის სტატუსის შეცვლას არ ეთანხმება და დონალდ ტრამპს მოუწოდებს გადახედოს თავის გადაწყვეტილებას  ისრაელის დედაქალად იერუსალიმის გამოცხადების შესახებ.

ეს პროექტი, რომელიც პალესტინამ მოამზადა, უშიშროების საბჭოში ეგვიპტემ შეიტანა. დოკუმენტში წერია, რომ „ ყველა გადაწყვეტილებას და ქმედებას, რომელიც იერუსალიმის სტატუსის და დემოგრაფიული შემადგენლობის შეცვლას ემსახურება, იურიდიული ძალა არ აქვს და გაეროს რეზოლუციების შესაბამისად უნდა გაუქმდეს.“ ამავე პროექტის მიხედვით, ყველა ქვეყანას მოუწოდებენ, არ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც გაეროს რეზოლუციებს ეწინააღმდეგება. რეზოლუციის პროექტს მხარი საბჭოს 14-მა წევრმა დაუჭირა.

6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებს. ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ისრაელში აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაინაცვლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები