LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში ერთ თვეში 222 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა

33

აშშ-ს ეკონომიკა მიმდინარე წელს კიდევ უფრო მზარდია- ქვეყანაში ერთ თვეში (2017 წლის ივნისში) 222 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა. უცხოური მედიის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი ბევრად აღემატება პროგნოზირებულს.

ამ დროისთვის, აშშ-ში უმიშვევრობის მაჩვენებელი 4,4%-ია, რაც 2001 წლის შემდეგ, ასევე  ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ცნობისთვის, ბოლო წლების განმავლობაში აშშ-ში უმუშევართა რაოდენობა ყველაზე დიდი 2009 წელს იყო. მაშინდელი ეკონომიკური კრიზისის შედეგად, უმუშევრობის მაჩვენებელმა 10%-ს გადააჭარბა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები