LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

74

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, ქვეყანაში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე განკარგულებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.

ილჰამ ალიევის მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 11 აპრილს გაიმართება.

ამავე განკარგულებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა.