LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრემიერის ლიდერობით საქართველო ვითარდება თავდაჯერებულად.. ვულოცავ ბატონ ირაკლის ამ მიღწევას“ – ილჰამ ალიევი ღარიბაშვილზე

126
Untitled design (6)

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის ლიდერობით საქართველო თავდაჯერებულად ვითარდება. მისივე თქმით, „სოციალურ-ეკონომიკური განვითარება აბსოლუტურად უზრუნველყოფილია და ეს არის ქვეყნის მოსახლეობის სტაბილურობის გარანტია“.

„ჩვენი მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა შევძლოთ თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები და ჩვენი შემდგომი განვითარება“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„დასკვნის სახით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ და ყოველ ჯერზე ახალ ადგილს აღმოვაჩენ ხოლმე და ყოველ ჯერზე აღფრთოვანებას იწვევს ეს ახალი ადგილი ჩემთვის. არა მარტო ბუნებაზე და სილამაზეზე მაქვს საუბარი, არამედ წინსვლასა და პროგრესზე. დიდი ენთუზიაზმით და დიდი სიამოვნებით ვხედავ ამ წინსვლას.

პრემიერ-მინისტრის ლიდერობით საქართველო ვითარდება თავდაჯერებულად. სოციალურ-ეკონომიკური განვითარება აბსოლუტურად უზრუნველყოფილია და ეს არის ქვეყნის მოსახლეობის სტაბილურობის გარანტია. ხალხის ნდობა მთავრობის მიმართ არის ამის მასაზრდოებელი წყარო. მთავრობის ნათელი ხედვა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს ქვეყანაში. ეს ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს განვავითაროთ ეკონომიკა, ინფრასტრუქტურული პროექტები და ასევე, კეთილდღეობა მოსახლეობისა, რომელიც იზრდება. მე, როგორც საქართველოს მეგობარი, მთელი გულით მიხარია და ვულოცავ ბატონ პრემიერს ყველა ამ მიღწევას. ჩვენ ვართ საქართველოს ძმები, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ამ კეთილი მასპინძლობისთვის და გიწვევთ აზერბაიჯანში. დიდი მადლობა!“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები