LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაქომ ჩემპიონთა ლიგა მოიგო

62

”ბაქო უეფას ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის ფინალურ დაპირისპირებას უმასპინძლებს. უდიდესი ალბათობით სეზონის გადამწყვეტი მატჩი ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება”, – ამის შესახებ ესპანური გამოცემა AS იუწყება.

საბოლოო გადაწყვეტილებას ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის ფინალის მასპინძელ ქალაქთან დაკავშირებით უეფა ხვალ გამოაცხადებს. ბაქოს მთავარი კონკურენტი მადრიდია, კერძოდ ”ატლეტიკოს” ახალი არენა – ”ვანდა მეტროპოლიტანო”.
AS-ის მტკიცებით ესპანური არენა აზერბაიჯანულთან ვიპ-ადგილების სიმცირის გამო დამარცხდება.

2016/17 წლების სეზონის უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი კარდიფის ”მილენიუმ სტადიონზე” გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები