LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15-17 მაისს ბაქოში საერთაშორისო გამოფენა Caspian Agro 2024 გაიმართება

150
აგრო

15-17 მაისს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში საერთაშორისო გამოფენა Caspian Agro 2024 გაიმართება.

გამოფენა ერთ სივრცეში აერთიანებს სოფლის მეურნეობის ინდუსტრიით დაინტერესებულ პირებს: ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებს და ათასობით ვიზიტორს, მათ შორის, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, დისტრიბუტორებს, საბითუმო და საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებს და ფერმერებს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ქართველი მწარმოებლებიც შეძლებენ.

გამოფენის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისთვის დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ცნობისთვის, 2023 წელს გამოფენაში 24-მა ქვეყანამ და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედმა 500-მდე ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. გამოფენას 13 000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები