LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის პრეზენტაცია ბრიუსელში გაიმართება

63

9 თებერვალს, პირველ საათზე, ბრიუსელში ევროპული ფესტივალების ასოციაციის ოფისში, ევროპის კულტურის სახლში, ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის პრეზენტაცია გაიმართება. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, ცნობილი პიანისტი ელისო ბოლქვაძე აცხადებს, რომ პრეზენტაციას დიდი მასშტაბი ექნება, რადგან საქართველო ევროპის ფესტივალების ასოციაციაში შევიდა. მისი განცხადებით, ეს ღონისძიებისთვის სრულიად ახალ პერსპექტივებსა და შესაძლებლობებს აჩენს. ფესტივალს წარადგენს ზემოხსენებული ასოციაციის თავმდჯომარე, დარკო ბლეიკი.

ელისო ბოლქვაძე:

წელს ფესტივალი იმით იქნება ბგამორჩეული, რომ ფრანგულმა არხმა „მეცომ“ გადაწყვიტა, ჩვენი ფესტივალის შესახებ დოკუმენტური ფილმი მოამზადოს. „რადიოკლასიკი“ სიუჟეტს მიუძღვნის, რომელიც ეთერში ამა წლის 6 სექტემბერს გავა. ამერიკის შეერთებული შტატებიდან გვეწვევა ახალგაზრდა დირიჟორი, ფილიპ მანი, რომელიც ორ კონცერტს უდირიჟორებს, საქართველოს ეწვევიან მევიოლინეები შვეიცარიიდან და საფრანგეთიდან, ერთი დღე მთლიანად დაეთმობა „ქართულ ხმებს“, ჩამოდის მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი, ვალერი პისეცკი. დანარჩენი პროგრამის შესახებ მარტის შუა რიცხვებში ვისაუბრებთ.

ბათუმის ფესტივალის პრეზენტაციას ბრიუსელში დაესწრებიან ევროპის პარლამენტის წარმომადგენლები, აჭარიდან სპეციალურად მოწვეული დელეგაცია და სხვადასხვა ორგანიზაცია.

12714264_1115183205188755_356983486_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები