LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილებამდე მისვლაში გვეხმარება – თამარ ჩუგოშვილი

99

“მისი ძირითადი როლი ამ შეხვედრაში არის პოზიციების დამაახლოვებლის როლი, სხვადასხვა პოზიციებს უსმენს და შესაბამისად, გვეხმარება გადაწყვეტილებამდე მისვლაში,” – ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე სპიკერმა ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რა პოზიცია აქვს ბიძინა ივანიშვილს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ უმჯობესია საკუთარ პოზიციაზე თავად ივანიშვილმა ისაუბროს.

ძირითადი ნიშნები, რაც დისკუსიის შედეგად იკვეთება, არის ის, რომ ყველა ვთანხმდებით მნიშვნელოვან ცვლილებებზე ნარკოპოლიტიკის რეფორმის კუთხით, რომელიც სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიღებული თუ არ იქნება, მნიშვნელოვან ფაზას გაივლის.

მისივე თქმით, ნარკორეალიზაციასთან სახელმწიფო უკომპრომისო იქნება, ნარკომომხმარებლების მიმართულებით კი, პოლიტიკა ზიანის შემცირებაზე იქნება ორიენტირებული.

“ზოგადად მკაცრი რეგულირების მომხრე ვართ იმ კონტექსტში, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გარკვეულ გადაწყვეტილებებს იღებს, გარკვეული პროცესები მიმდინარეობს, საქართველოს პარლამენტს გარკვეული ვალდებულებები გააჩნია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე და ამ რეგლამენტირებაზე საბოლოო საკითხებზე და კომპონენტებზე შევთანხმდებით,” – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მან აღნიშნა, რომ რეფორმის დაჩქარებული განხილვა რთული იქნება, რადგან საკითხი მნიშვნელოვანია და მას მსჯელობა სჭირდება.

“ჩვენ შესაძლებელია ძირითად ნარკოტიკულ საშუალებებთან მიმართებაში შევინარჩუნოთ ის მიდგომა, რაც არსებობს, იმ პირობით, რომ მომხმარებელთან ცოტა განსხვავებული მიდგომა გვაქვს და გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია მკაცრ რეგულირებებზე ვიფიქროთ,” – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით მკაცრი პოზიცია დააფიქსირა ჟურნალისტებთან უმრავლესობის დეპუტატმა შოთა ხაბარელმა.

მისი თქმით, ნარკოპოლიტიკის საკითხი მარტივად გადასაწყვეტი არ არის და ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს.

“მე ჩემი შეხედულება მაქვს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, სხვა მიმართულება უნდა აირჩიოს სახელმწიფომ. საპირწონედ უნდა იყოს შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც ნარკოტიკების მიმართულებით იქნება მინიმუმამდე დაყვანილი.

ჩემი აზრი ადრეც დავაფიქსირე. ვფიქრობ, რომ ნარკოტიკების წინააღმდეგ უნდა იყოს მკაცრი ბრძოლა გამოცხადებული,” – განაცხადა შოთა ხაბარელმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები