LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბოლო სამკურნალო კურსს გავდივარ” – აკა სინჯიკაშვილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

113

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი , რომელიც  გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფება, სოციალურ ქსელში მისი ჯანმრთელობის შესახებ პოსტს აქვეყნებს. როგორც ამბობს, ამ ეტაპზე,ბოლო სამკურნალო კურსს გადის და თავს კარგად გრძნობს. მისი თქმით,  საქართველოში ორ კვირაში დაბრუნდება და ხალხის დახმარებას ჩვეულ რეჟიმში შეუდგება.

 

ყველაფერი კარგად არის, ბოლო სამკურნალო კურსს გავდივარ და ორ კვირაში დავბრუნდები. აღარ ვიწუწუნე რა და უკვე კარგად ვარ 😁წითელი ცხვირების ამბავს იძიებენ, გამომძიებელმა თქვა რამდენიმე კვირაშიო. რასაც მეტყვიან მაშინვე გაგაგებინებთ. თვის დასაწყისში ჩამოვალ და ზუსტად ისევ ისე გავაგრძელებთ ყველაფერს ჯერ მარტო უკვე 1800-ზე მეტი ადამიანი გვყავს, ვისაც მეტნაკლებად ვუვლით და როცა რამე უჭირთ სასწრაფოზე ადრე ჩვენ გვირეკავენ.თანაც ისეთ დღეში მყოფები, რომლებსაც ჩვენს გარდა მართლა არავინ ჰყავთ. ჰოდა ამათ ვერცერთს ვერ ვუღალატებთ რა. ასევე არიან ადამიანები, ვინც გაუჩერებლად გვიყოფენ თავის ლუკმას და ასეთებთან კიდევ უფრო მეტია პასუხისმგებლობა.აქტიურად გავაგრძელებთ ტანსაცმელის ჩატანას რაიონებში, ძალიან დაეხმარა ხალხს. პროდუქტების და წამლების ამბავს კარგად დავალაგებთ და ისევ ხმამაღლა ვიტყვით ყველაფერს რაც უსამართლობაა.მოვიფიქრებთ და ვიზრუნებთ ქალაქის გალამაზებაზე, მოვლაზე, მოქალაქეებზე, ერთმანეთზე და კარგი რაღაცეებიც მოხდება ქალაქში და ქვეყანაში  შეიცვალა უამრავი რამე და ნელნელა გეტყვით, მთავარი ის არის რომ სიკეთე მართლა გადამდებია და მართლა ვნახეთ რომ ასეა  ჰოდა აქ არ ვართ? 

 

https://www.facebook.com/sinjikashvily/posts/1875194222509493?pnref=story.unseen-section

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები