LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბორჯომის ტყეში ბენზინით სავსე ბიდონი ვიპოვეთ”

59

სოციალურ ქსელში აკა სინჯიკაშვილი წერს, რომ ბორჯომის ტყეში ბენზინით სავსე ბიდონი იპოვა.

სინჯიკაშვილის თქმით, ადგილზე შსს–ს წარმომადგენლები მივიდნენ და საქმეზე გამოძიება დაიწყეს.

ის ბორჯომის ხეობაში მყოფებს ყურადღებისკენ მოუწოდებს.

“ფორტუნამ” ინფორმაციის გადამოწმება შსს-ში სცადა. როგორც უწყებაში განაცხადეს, საქმეზე გამოძიება დაიწყო. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, შეტყობინებაზე რეაგირება საპატრულო პოლიცასთან ერთად, კრიმინალურმა პოლიციამაც მოახდინა. კონკრეტული დეტალები კი გამოძიების მსვლელობისას დადგინდება.

“დილას, ბორჯომის ტყეში ბენზინიანი, ოცლიტრიანი ბიდონი ვიპოვეთ. პატრული მოვიყვანე,მერე შსს მოვიდა, შეაფასეს, გამომძიებელი გამოიძახეს და ძიება დაიწყო. ეხლა ჩვენებაზე ვარ. სხვა ადგილას ქალსაც უპოვია ორი ცალი ბენზინიანი ბიდონი ტყეში.
ყურადღებით იყავით! მოხალისეებიც, მაცხოვრებლებიც და გამვლელებიც, თუ სხვაგანაც შენიშნეთ საეჭვო რამე, მაშინვე 112-ზე დარეკეთ. ამ ბიდონს რომ რამე კავშირი ჰქონდეს ხანძართან, ამის დამგდებისთვის ციხე რანაირად არის საკმარისი რა. ერევიან ხანძარს! ბიჭები არაადამიანური დატვირთვით მუშაობენ და მალე ყველაფერი კარგად იქნება”, – წერს სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები