LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის დედოფალმა ქეით მიდლტონს ყვავილები ჩაუტანა (ფოტო)

179

ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე უინძორის სასახლიდან კენსინგტონში სპეციალურად ჩაფრინდა, რათა ახლადდაბადებული პრინცი ლუის მოენახულებინა. ფოტოგრაფებმა დედოფალი მაშინ გადაიღეს, როცა ის საკუთარი ვერტმფრენიდან ჩამოდიოდა და დაცვის თანხლებთ მანქანაში ჩაჯდა. ბრიტანელ მონარქს ხელში ყვავილების თაიგული ეჭირა, რომელიც ქეით მიდლტონისთვის იყო განკუთვნილი.

ცნობილი ხდება, რომ დედოფალი ამავდროულად პრინცესა შარლოტას მოსანახულებლადაც ჩავიდა, რომელსაც 2 მაისს 3 წელი უსრულდება. საინტერესოა, რომ ოჯახური ვიზიტისთვის ელისაბედ მეორემ ვარდისფერი ჟაკეტი, დუტის ჟილეტი და კუბოკრული ქვედაბოლო შეარჩია.

შეგახსენებთ, რომ ქეით მიდლტონსა და პრინც უილიამს მესამე ვაჟი, ლუისი 23 აპრილს შეეძინათ. ის ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეთა სიაში მეხუთე ადგილზეა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები