LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუდეში წიგნებს დაგვიტოვებენ- აიღე და წაიკითხე

130

30 მაისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის ორგანიზებითა და მთაწმინდის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით, გაიმართება აქცია “წიგნის ბუდე“, ანუ მცირე ბიბლიოთეკა, რომელიც ეძღვნება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს.

“წიგნის ბუდე“, ანუ მცირე ბიბლიოთეკა ბევრ ქალაქშია და ამით ორგანიზატორები ხელს უწყობენ წიგნის კითხვის პოპულარიზაციას.

პირველ ასეთ „ბიბლიოთეკას“ იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლი საჩუქრად გადასცემს კოჯორს, სადაც დამონტაჟდება „ბუდე“ საბავშვო ლიტერატურით. “ბუდეში“ განთავსებული წიგნები შეუძლია ნებისმიერ მსურველს აიღოს, წაიკითხოს და უკან დააბრუნოს, ან ახალი წიგნი დატოვოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები