LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არანაირი კომპრომისი, სკოლები დატოვეთ ღია, ბავშვები ვერ მოიცდიან: UNICEF

201
1

“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ბავშვებმა სკოლებში სიარული განაგრძონ” – აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჰენრიეტა ფორე და ახმოვანებს ფონდის მოწოდებას მთავრობების მიმართ – გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ, რათა კოვიდპანდემიის პირობებში, არ შეწყვიტონ ბავშვების განათლების პროცესი.

გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისი ავრცელებს.

საგანმანათლებლო კატასტროფის თავიდან ასაცილებლად და ბავშვების სწავლის გზაზე დასაბრუნებლად, გაეროს ბავშვთა ფონდი რეკომენდაციებს იძლევა:

“იქიდან გამომდინარე, რომ კოვიდ-19-ის “ომიკრონის” ვარიანტი აგრძელებს გავრცელებას მთელს მსოფლიოში, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობებს, გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ, რათა არ შეწყვიტონ ბავშვების განათლების პროცესი.

 

დატოვეთ სკოლები ღია – სკოლების სრული ან ნაწილობრივი დახურვით მსოფლიოში დაახლოებით 616 მილიონი ბავშვი დაზარალდა

როგორც ჰენრიეტა ფორეს მიმართვაშია აღნიშნული, სკოლების სრული ან ნაწილობრივი დახურვით, მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით, 616 მილიონი ბავშვი დაზარალდა.

ფორე აცხადებს, რომ საჭიროა გაბედული ქმედება, რათა ყველა ბავშვს მიეცეს საშუალება – სკოლაში დაბრუნდეს:

“დატოვეთ სკოლები ღია. სკოლების სრული ან ნაწილობრივი დახურვით მსოფლიოში დაახლოებით 616 მილიონი ბავშვი დაზარალდა.

ჩვენ ვიცით, რომ უსაფრთხოების ღონისძიებები ხელს უწყობს სკოლების გახსნას. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ციფრულ ხელმისაწვდომობაში ჩადებული ინვესტიციები საჭიროა, რათა დავრწმუნდეთ, რომ არც ერთი ბავშვი არ რჩება განათლების მიღმა.

ჩვენ გვჭირდება გაბედული ქმედება, რათა ყველა ბავშვს მივცეთ საშუალება დაბრუნდეს სკოლაში. ეს მოიცავს სრუფასოვანი მხარდაჭერის უზრუნველყოფას, განსაკუთრებით მარგინალიზებული ბავშვების მიმართ. ეს შეიძლება იყოს დამატებითი გაკვეთილები, ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურებით და საკვებით დახმარება, ბავშვთა დაცვა და სხვა.

 

დაუყოვნებლივ ჩაატარეთ მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის ვაქცინაცია

 

მორიგი რეკომენდაცია მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის ვაქცინაციაა:

“მასწავლებლებსა და სკოლის პერსონალს სრული მხარდაჭერა და პრიორიტეტი უნდა ჰქონდეს კოვიდ-19 ვაქცინების მისაღებად, მას შემდეგ რაც წინა ხაზზე მომუშავე ჯანდაცვის პერსონალი და მაღალი რისკის მქონე მოსახლეობა აცრილი იქნება.

გაეროს ბავშვთა ფონდი მხარს უჭერს ბავშვების ვაქცინაციას, როგორც კი მათთვის ხელმისაწვდომი იქნება ვაქცინები და მას შემდეგ, რაც პრიორიტეტული ჯგუფები სრულად იქნება მოცული. ვაქცინაცია არ უნდა გახდეს დასწრებული სწავლების წინაპირობა.

სასკოლო სწავლების დაკავშირება კოვიდ-19-ის ვაქცინაციასთან, საფრთხეს უქმნის ბავშვების განათლებაზე წვდომას და გაზრდის უთანასწორობას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, UNICEF რეკომენდაციას უწევს სკოლების გახსნას. ქვეყნის კოვიდ-19-ის მართვის სტრატეგიები ხელს უნდა უწყობს ბავშვების მონაწილეობას განათლებაში და სოციალური ცხოვრების სხვა ასპექტებში, ბავშვებისა და მოზარდების ვაქცინაციის გარეშეც.

კრიზისულ სიტუაციებში ყოველთვის მისაღებია რთული გადაწყვეტილებები, რომლებიც მოითხოვს რთულ დათმობებს. ჩვენ ვაცნობიერებთ იმ უპრეცედენტო გამოწვევებს, რომლებსაც კოვიდ-19 პანდემია უქმნის სასკოლო სისტემებს მთელ მსოფლიოში. მაგრამ ფსონები ძალიან მაღალია. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ბავშვებმა სკოლებში სიარული განაგრძონ”, – აღნიშნულია გავრცელებულ მიმართვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები