LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო ერთ თვეში, ქვეყანაში განათლების მიღება გაძვირდა

71
ganatleba

2021 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.3 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: განათლება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.18 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა დონით განუსაზღვრელი განათლების (16.8 პროცენტი), საშუალო განათლების (6.6 პროცენტი) და სკოლამდელი და დაწყებითი განათლების (4.0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (2.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა საკონდიტრო ნაწარმი (1.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.4 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (0.3 პროცენტი).

ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-4.7 პროცენტი), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-2.3 პროცენტი), ასევე ზეთსა და ცხიმზე (-2.3 პროცენტი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები