LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ცეკვავენ ვარსკვლავების” მონაწილეებისა და თანამშრომლების განცხადება – პროექტს ჩაშლა ემუქრება!..

43

“ცეკვავენ ვარსკვლავებში” დიდი არეულობაა. პროექტი ჩაშლის პირასაა. ამისი დასტურია ხმები, რომლებიც ბოლო დროს ვრცელდებოდა, ლალი მოროშკინას მიერ პროექტის დატოვება და სხვა მონაწილეებისა და ქორეოგრაფების უკმაყოფილება. ეს ყველაფერი გარეთ მხოლოდ ჭორების სახით გამოდიოდა. ახლა კი პროექტის ქორეოგრაფმა გამოაქვეყნა მიმართვა, რომელსაც ყველა მონაწილე უერთდება.

გთავაზობთ განცხადებას:

“ცეკვავენ ვარსკვლავების” მონაწილეები, მოცეკვავეები და შემოქმედებითი ჯგუფი ვაქვეყნებთ ერთიან განცხადებას. მოვითხოვთ ტელეკომპანია იმედის ხელმძღვანელობამ სამსახურში აღადგინოს ყველა გაშვებული თანამშრომელი, ვინაიდან ვთვლით, რომ მათი გაშვება მოხდა უსამართლოდ და პროექტში უხეშად ჩარევის ფორმით. უსამართლოდ პრექტიდან გაშვებულთა შორისაა პროექტის ხელმძღვანელიც. ვთვლით, რომ ეს არის შემოქმედებითი ჯგუფის საქმიანობისთვის ხელოვნურად ხელის შეშლა და გარკვეული პირების ინტერესების გატარება პროექტის საწინააღმდეგოდ. ასევე მოვითხოვთ ტელეკომპანიის მფლობელებთან და არა დირექტორატთან შეხვედრას. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ვაპირებთ პროექტში დარჩენას”.

“ცეკვავენ ვარსკვლავებში”, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შემდეგი ტურისთვის მზადება არ მიმდინარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები