LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ სექსუალურ პრომოს სოცქსელში აკრიტიკებენ – „აღარ არსებობს სირცხვილი, მორიდება…“

194

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალ პრომოს, სადაც მონაწილეები საცურაო კოსტიუმებში არიან გამოწყობილები, დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტსივრცეში, მათ შორის კრიტიკაც. პრომო სექსუალური გამოვიდა, აქ ბევრი სიშიშვლეა და აქცენტი მკერდსა და საჯდომზეა გაკეთებული, რაც, როგორც ჩანს, ქართველებისგან ზოგიერთს არ ესიამოვნა.

ვიდეოს ქვეშ ასეთ კომენტარებს წაიკითხავთ:

„ვაახ, აღარ არსებობს სირცხვილი, მორიდება, კდემამოსილებააზე ხომ საუბარი ზედმეტია, სამწუხაროა…“

„ნუ, რა არის, გავიგეთ, რომ კარგად ცეკვავთ, მაგრამ თქვენი სხეული არ არის უნაკლო და ასევე მაქაცარიასი მიკვირს. ნუ იტყლარჭებით, იცეკვეთ და არ იგიჟოთ, თქვენი უაზრო ტლინკაობით დავიღალეთ…“

„კაი პორნოა“

„ვისი ვისაშია, ვერ გავიგეთ აქ…“

„უნდა ვნახო უცხოელების პრომოები, კაი ვიდეორგოლია, მაგრამ „ცეკვავენ ვარსკვლავებთან“ რა კავშირი აქვს?“

„ძალიან მომწონს და ყურებით ვტკბები, მაგრამ შოუსთან შეუსაბამო პრომო მგონია“

„ყველა სეზონის პრომოში სალომეს უკანალია“.

თუმცა არის ისეთი კომენტარები, სადაც პრომოს იწონებენ და წერენ:

„ქურქით უნდა იყვნენ და ჩექმებით ხო პლაჟზე? როგორ არ დაიღალეთ სხვისი ლანძღვით, ხალხო, კარგი რააა… ვისი რა საქმეა, მიხედეთ რა თქვენს ოჯახებს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები