LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცესკომ ალეკო ელისაშვილი თბილისის მერობის კანდიდატად დაარეგისტრირა

36

„გუშინ საღამოს საქართველოს ცენტრალურმა კომისიამ გამოსცა აქტი და მე დამარეგისტრირა თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად,“ – ამის შესახებ თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა, გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„როგორც ცნობილია, შემჭიდროვებულ ვადებში 10,000 ხელმოწერის მიტანა მომთხოვეს და ჩვენ 2-ჯერ უფრო მეტი ხელმოწერა მივიტანეთ.  შედეგად, ხელისუფლება იძულებული გახდა, ანგარიში გაეწია ხალხის არნახული ენთუზიაზმისთვის და მოხალისეების საოცარმა თავდადებამ, დიდმა გარჯამ და ხალხიმ მხარდაჭერამ თავისი გაიტანა. ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში, ერთი მხრივ, ჩავშალეთ ხელისუფლების გეგმა, რომ ბიუროტრატიული ხერხებით დავრჩენილიყავი  საარჩევნო პროცესის მიღმა და, მეორე მხრივ, უკვე მივაღწიეთ ერთ მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან გამარჯვებას. ეს გამარჯვება, ხელმოწერების შეგროვების დროს გამოვლენილი უზარმაზარი ენთუზიაზმი,  მარწმუნებს იმაში, რომ ოქტომბრის ბოლოს თბილისში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას მივაღწევთ – სწორედ ხალხის მხარდაჭერით“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილმა თბილისის მერობის კანდიდატად დარეგისტრირებისთვის საჭიროზე ორჯერ მეტი ხელმოწერა შეაგროვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები