LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩამონათვალში მოხვედრა არ ნიშნავს, რომ კონსულტაციებს გავაგრძელებ ჩემს პრეზიდენტობაზე – დავით სერგეენკო

109

მე რომ ჩამონათვალში მოვხვდი, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ამ შეხვედრიდან გავალ და კონსულტაციებს გავაგრძელებ ჩემს პრეზიდენტობაზე, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ საპრეზიდენტო კანდიდატებთან დაკავშირებით პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

„განიხილება ერთ შემთხვევაში ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საერთოდ არ წარადგინოს პარტიული საპრეზიდენტო კანდიდატი, რაც, ჩემი აზრითაც, უფრო მაღალი ხარისხის დემოკრატია იქნება,” – განაცხადა სერგეენკომ.

ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებაში“ ბევრი ღირსეული კანდიდატია, თუმცა მისი პოზიციაა, რომ გუნდიდან არ დაასახელონ საპრეზიდენტო კანდიდატი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები