LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო გაზეთმა ტრამპს “სიკვდილი მიუსაჯა”

54

„ჩრდილოეთ კორეამ ამერიკის პრეზიდენტს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა,“ – ამ სახელწოდების სტატიას ჩრდილოეთ კორეული გაზეთი  Rodong Sinmun აქვეყნებს, რომელიც სახელისუფლებო პარტიის გამოცემაა.

სტატიაში ნათქვამია, რომ კორეელმა ხალხმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ტრამპმა აზიური ტურნეს ფარგლებში უმაღლეს ხელისუფალს, კიმ ჩენ ინს, დიქტატორი უწოდა .

„მან უნდა იცოდეს, რომ ის ამაზრზენი პიროვნებაა, რომლსაც ჩრდილოეთ კორეამ სიკვდილი მიუსაჯა,“ – ნათქვამია სტატიაში.

გამოცემა Rodong Sinmun დონალდ ტრამპს ხშირად მოიხსენიებს მსგავსი ტერმინოლოგიით. მას არაერთხელ უწოდეს „ფსიქოპატი“ და „ცოფიანი ძაღლი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები