LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენი დემოკრატია მოტორიანი ნავი კი არა, საკრუიზო გემია,”-ბარაკ ობამამ ტრამპზე ისაუბრა

34

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა დონალდ ტრამპთან დაკავშირებით გარკვეულ საკითხებში კვლავ შიშობს, თუმცა მას პრაგმატულ ადამიანად ახასიათებს.

„მეპარება თუ არა მასში ეჭვი? რა თქმა უნდა. ჩვენ უამრავ საკითხზე გვაქვს სხვადასხვაგვარი შეხედულება. თუმცა ფედერალური მმართველობა და ჩვენი დემოკრატია მოტორიანი ნავი კი არა, საკრუიზო ლაინერია,“ – განაცხადა ობამამ არჩევნების შემდეგ პირველ პრესკონფერენციაზე.

ობამას ინფორმაციით, არჩეული პრეზიდენტი ნატოსადმი ერთგულია.

პრეზიდენტმა ტრამპს მოუწოდა, საზოგადოებას გაერთიანებისკენ მიმართული სიგნალები გაუგზავნოს, დემოკრატებს კი ურჩევს, არჩევნების შედეგები აღიარონ და გაიაზრონ, რომ „დემოკრატია ასე მუშაობს“.

სულ რაღაც ერთი კვირის წინ ბარაკ ობამა ამბობდა, რომ დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო საქმიანობისთვის აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები