LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი ამერიკელი დიეტოლოგის მაიკლ მორენოს დიეტა

224

ცნობილი ამერიკელი ექიმის, მაიკლ მორენოს დიეტა წაადგებათ მათ, ვინც მნიშვნელოვანი დღისთვის ემზადება და მოკლე დროში სურს წონის დაკლება. დიეტა ოთხი მთავარი ფაზისგან შედგება: ესენია დაჩქარების ფაზა, აქტივაცია, შედეგი და შენარჩუნება. დიეტოლოგი თვლის, რომ 17 დღე საკმარისია იმისთვის, რომ ორგანიზმმა შეძლოს კალორიების წვა.

პირველი ეტაპი – დაჩქარება

ეს ეტაპი ყველაზე რთულად ითვლება. დღიური კალორიების ნორმა შეადგენს 1200 კალორიას, რაც 17 დღეში 5 კილოგრამის დაკლების საშუალებას იძლევა. აქ იკრძალება სახამებლის შემცველი ყველა სახის პროდუქტი და ცხიმი. სამაგიეროდ აქტიურად შეგიძლიათ მიირთვათ მოხარშული ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები, კვერცხი და მცირე დოზით თაფლიც კი. საბოლოო ჯამში 1200 კალორიას არ უნდა აცდეთ

მეორე ეტაპი – აკტივაცია

ამ ეტაპზე რაციონი უფრო მდიდარი ხდება. რაციონში შემოდის ნახშირწყლები, თუმცა მათი გამოყენება რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში. თუ აქამდე კალორიების დღიური ნორმა 1200 იყო, ამჯერად დღეგამოშვებით ის შეიძლება 1500-მდე გაიზარდოს

მესამე ეტაპი – შედეგი

აქ უკვე მენიუში შემოდის ტკბილი ხილი, სამაგიეროდ მცირდება რძის პროდუქტები. ეს ის ეტაპია, როცა მთავარი მიზანი უკვე მიღწეულია და მისი შენარჩუნებაა საჭირო. ამ ეპატზე უკვე ექიმი მორენო ალკოჰოლისა და ტკბილეულის გამოყენების უფლებასაც იძლევა, თუმცა არა უმეტს 1000 კალორიისა. ტკბილეულიდან შეიძლება შავი შოკოლადი, ხოლო სასმელებიდან, მშრალი ღვინო.

მეოთზე ეტაპი – შენარჩუნება

აქ უკვე მთავრი მიღწეული შედეგის შენარჩუნებაა. ამ დროს უკვე შესაძლებელია სასურველი საკვების მიღებაც, თუმცა არა უმეტეს კვირაში ორჯერ. დანარჩენ შემთხვევაში კი, რეკომენდებულია მესამე ეტაპის გრაფიკის დაცვა.

ექიმ მორენოს დიეტის უნიკალურობა იმაშია, რომ ის ადვილი დასაცავია და ყველა ქვეყნის სამზარეულოს უხდება.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები