ცნობილი სამსახიობო ოჯახის წარმომადგენელმა თავადაც მსახიობობა აირჩია – ანკა ვასაძის გზა თეატრამდე

პოპულარული

ცნობილი სამსახიობო ოჯახის წარმომადგენელმა თავადაც მსახიობობა აირჩია – ანკა ვასაძის გზა თეატრამდე

აკაკი ვასაძე მისი დიდი ბაბუა იყო, მარინა თბილელი – დიდი ბებია. ბაია დვალიშვილი მისი ბებიაა. სამსახიობო ოჯახში გაზრდილმა ანკა ვასაძემ თავადაც თეატრისკენ მიმავალი გზა აირჩია და ამჟამად მარჯანიშვილის თეატრში საკმაოდ ბევრ სპექტაკლშია დაკავებული.

როგორც თავად გვითხრა, ჯერ ინტერვიუებს მიჩვეული არ არის… ყველა როლს არ თანხმდება, არ სურს, ისეთი როლი შეასრულოს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში „მიეწებება“. თეატრში თავს ძალიან კარგად გრძნობს და ბევრ შეთავაზებაზე მის გარეთ არ თანხმდება.

ანკას „თბილისი მარიოტში“ შევხვდით ფოტოსესიისა და ინტერვიუსთვის.

რამდენად ადვილია საქართველოში ახალგაზრდა მსახიობისთვის თავის დამკვიდრება? და ეთანხმები თუ არა მოსაზრებას, რომ პოპულარობის მოპოვება ტელეროლით უფრო შესაძლებელია?

ანკა ვასაძე:

ვიღაცისთვის ადვილია, ვიღაცისთვის – არა. გარდა ნიჭისა და შრომისა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს გამართლებას, თავიდან ვის ჯგუფში მოხვდები თეატრალურ უნივერსიტეტში, შემდეგ სად გადაინაცვლებ, რა როლი შეგხვდება. გამართლებასთან ერთად კეთილი ადამიანების გვერდში დადგომაც მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ტელევიზიას, ყოველთვის ვებრძოდი ამას. არა იმიტომ, რომ მსახიობი იშტამპება და სხვა როლს ვეღარ ასრულებს, მაყურებელი რომ დიდხანს უყურებს ერთ როლში მსახიობს, თეატრში მისულიც ვეღარ აღიქვამს სხვა პერსონაჟად. სერიალში „აისი“ ვთამაშობ, იმიტომ დავთანხმდი, რომ სახასიათო პერსონაჟი არ ყოფილა, არანაირი იარლიყი არ მომეკრობოდა. ეს ჩემთვის კარგი გამოცდილება იყო ეკრანთან მუშაობის კუთხით. დღემდე ინტერვიუზეც ძალიან ვნერვიულობ, როცა კამერა ირთვება. არ მაქვს შეცდომის უფლება.

მოკლედ, ჯერ უფრო მეტად თეატრისკენ ხარ გადახრილი…

დიახ, კინოში მუშაობის გამოცდილება ჯერ არ მქონია. რა თქმა უნდა, სურვილი მაქვს.

სერიალიდან რომ გქონდეს შეთავაზება, აირიდებ თავიდან, თუკი როლი არ მოგეწონება?

ამირიდებია ბევრჯერ (იღიმის). როცა წინასწარ ვიცი, რომ როლი არ მინდა, კასტინგზეც არ მივსულვარ. ზოგჯერ მივსულვარ, რადგან არ ვიცოდი, როგორი როლი იყო და მაინტერესებდა. ჩვენ ხომ ასეთ პროექტებს ზოგ შემთხვევაში ანაზღაურების გამო ვთანხმდებით. არც ანაზღაურება იყო ისეთი, რომ ამის გამო დავთანხმებოდი, როლიც არ იყო საინტერესო.

მარჯანიშვილის თეატრი შენი მეორე სახლია?

მგონი, პირველიც, რადგან უმეტეს დროს იქ ვატარებ და ჩემი შვილიც დამყავს. საბედნიეროდ, ბევრ სპექტაკლში ვარ დაკავებული. ყველა მსახიობი ამბობს, თეატრი ჩემი სახლიაო. ეს სხვა სივრცეა, სადაც კოლეგები, მომუშავე პერსონალი ძალიან მეგობრულია, არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. მისვლის დღიდან ვიგრძენი ასეთი დამოკიდებულება და ბედნიერი ვარ, რომ ამ თეატრში მოვხვდი. იდეალური გარემოა ჩემთვის და არა იმიტომ, რომ ჩემს ოჯახს იცნობდნენ. ყველას ერთმანეთის მიმართ თბილი დამოკიდებულება აქვს…

საქართველოში ხშირია, როცა მსახიობი მამის შვილი თავად მსახიობი ხდება. რატომ ხდება ასეა. შენ შემთხვევაში როგორ მოხდა?

ჩემი დიდი ბაბუა იყო აკაკი ვასაძე, დიდი ბებია – მარინა თბილელი. შესაბამისად, ბაია დვალიშვილი გამოდის ჩემი ბებია (იღიმის). მამაჩემსაც თეატრალური აქვს დამთავრებული, ბიძაჩემი რეჟისორია, მამიდაჩემი – თეატრმცოდნე გახლავთ. ძალიან თეატრალურ გარემოში გავიზარდე. როცა მე დავიბადე, მამამ ამ პროფესიას ძალიან მალე დაანება თავი. 90-იან წლებში მსახიობობა არც ისე ადვილი იყო. გავიზარდე თეატრალურ სარდაფში, მაგრამ ეს იქიდან გამომდინარე მოხდა, რომ გვერდზე კლუბი იყო მამაჩემის, ბიძაჩემისა და მამიდაჩემის. სულ მინდოდა მსახიობობა. ამბობდნენ, მარინას ჰგავს და ეს მსახიობი იქნებაო. ბავშვობაში, როგორც ყველა, მეც ვთამაშობდი სარკის წინ, ვაწყობდი კონცერტებსა და წარმოდგენებს. ჩემები თეატრალურში ჩაბარების წინააღმდეგი იყო. დედასაც არ უნდოდა, მაგრამ ჩემი სურვილი ძალიან დიდი იყო… მსახიობობა ყველა ქვეყანაში ძალიან რთულია, მით უმეტეს, საქართველოში. შესაბამისი ანაზღაურება არ არის, არც ის დრო, როცა ხალხი თეატრით ცხოვრობდა და 15-ჯერ დადიოდა თითო სპექტაკლზე… ბევრი ისეთი შემთხვევაც ვიცი, როცა მსახიობების ოჯახში გაზრდილები კატეგორიული წინააღმდეგი არიან, ამ პროფესიას გაჰყვნენ. ალბათ, ეს იმის გამო ხდება, რომ მსახიობობა დიდ დროს მოითხოვს და მათ შვილებს პროტესტი უჩნდებათ… მეორე მხრივ, როცა თეატრის კულისებში აღმოჩნდები, ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ არ უნდა მიგიზიდოს ამ სივრცემ. ბუნებრივია, რომ ადამიანები, რომლებიც კულისებში გაიზარდნენ, მსახიობობას ირჩევენ.

მსახიობებს ხშირად არეული პირადი ცხოვრება აქვთ…

ვერ ვიტყოდი (იღიმის), ჩემ გარშემო ძალიან დალაგებული ურთიერთობები აქვთ. შესაძლოა, ოჯახის შენარჩუნება რთულია, როცა დღის განმავლობაში ორი რეპეტიცია და მერე სპექტაკლია. ჩემს ქმარსაც ჰქონია პროტესტი, რა არის ამდენი ხანი თეატრში ყოფნაო, მაგრამ უკვე რვა წელია ერთად ვართ, ამ სფეროთი მოიხიბლა და სიამოვნებით დადის არა მხოლოდ ჩემს სპექტაკლებზე. გასტროლზეც წამოგვყოლია ბევრჯერ, მეგობრობს ჩემს კოლეგებთან, რეჟისორებთან და ეს ძალიან მიხარია.

არასდროს უეჭვიანია, მაგალითად, თაყვანისმცემლის კომპლიმენტზე?

რაღაც ზედმეტს თუ მომწერენ, რასაკვირველია, აქვს რეაქცია. თუკი პროფესიას შეეხება – არა. თავიდან უფრო ეჭვიანობდა, რადგან თეატრში არავის იცნობდა. რაც გაიცნო, მას შემდეგ არ უეჭვიანია, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად, საკმაოდ ეჭვიანია (იღიმის). არ ვიცი, ინტიმური სცენა რომ მქონდეს, რას იტყოდა, მაგრამ თეატრს ძალიან არ უხდება მსგავსი სცენები…

არ მიიღებდი მონაწილეობას, ვთქვათ, კინოში?

აქ (იღიმის)? ბევრი ისეთი მსახიობია, რომელსაც არ ერიდება ასეთ სცენებში მონაწილეობა, პირიქით, უნდა, ამით დაიმკვიდროს თავი ან კომპლექსი არ აქვთ. არ ვიცი, რისი ბრალია, რეჟისორების თუ მსახიობების, მაგრამ მაინც არ გამოდის ინტიმური სცენები ქართულ კინოში… ეს არა მხოლოდ ჩემი, არამედ საყოველთაო აზრია. მე ინტიმური სცენა, რომელიც ესთეტიკურად გადაუღიათ, არ მინახავს… თეატრშიც არ გადამიდგამს თამამი ნაბიჯი, აქამდე რაც შემოუთავაზებიათ, კომპლექსი არ მქონია.

შენიშვნებსა და კრიტიკას, ალბათ, პირველ რიგში, ოჯახის წევრებისგან იღებ…

ყველაზე მეტად მაინტერესებს მამიდაჩემის აზრი, რადგან ის თეატრმცდონეა. თანაც, კეთილი თეატრმცოდნე (იღიმის). სპექტაკლზე იმისთვის მიდის, რომ დადებითი დაინახოს. თეატრის კრიტიკოსი მაინცდამაინც კრიტიკის დაწერას არ ნიშნავს, ანალიზი უნდა დაწერო. მამიდაჩემი, ჩემი აზრით, ძალიან ობიექტურია. დედ-მამისგანაც მიმიღია შენიშვნები და გამითვალისწინებია. მიხარია, როცა კრიტიკას ვისმენ. „გილოცავ, რა კარგი იყავი“-ზე მეტად ეს მაინტერესებს.

თეატრში ინტრიგებს არ შეხვედრიხარ, თუ შენი ოჯახის საბურველი გიცავს?

პირიქით, ეს ვერანაირად ვერ დაგიფარავს. არათუ მე არ მქონია ასეთი შემთხვევა, ჩემ გარშემო არავის. ჩვენს თაობაში ეს უკვე სირცხვილია. კოლეგებს შორის დაპირისპირება, რაც ადრინდელ ამბებზე მსმენია, რაც ბაბუაჩემს გადახდენია, დღევანდელ დღეს უკვე მიუღებელია. ინტრიგა ყველგან არის, ნებისმიერ სამსახურში, თუნდაც ბიბლიოთეკაში… საბედნიეროდ, მე არ შემხებია და იმედია, არც შემეხება. არ არის ამის დრო. უნდა იმუშაო და შენი საქმე გააკეთო. ასეთი ნაბიჯებით წინ ნამდვილად ვერ წახვალ.

უხერხული შემთხვევები სცენაზე…

უამრავი (იღიმის), ერთი ისეთია, ვერ მოვყვები. ახლაც მაქვს ფეხებზე ნაიარევები. სულ ისე ვვარდები, რომ სისხლი პირდაპირ სცენაზე მომდის ხოლმე. პირველივე სპექტაკლზე შემემთხვა ასეთი ამბავი და როგორც ჩანს, დამებედა. ერთხელ ფეხსაცმლის ქუსლი ფეხში ჩამერჭო და სისხლი მდიოდაი. ვიცი, საშინელებას ვყვები (იღიმის). ბოლოს სპექტაკლი ისე დავამთავრე, რომ არაფერი დამემართა, თავის დასაკრავად რომ გამოვედი, მაშინ ავყირავდი (იცინის).

ფოტო: დათუნა აგასი

ლოკაცია: „თბილისი მარიოტი“

ნინო მურღულია

ექსკლუზივი /

|

27 ნოემბერი, 2017

|
WP_Query Object
(
    [query] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => fortunas-fotosesia
                                    [1] => ana-vasadze
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 191065
                )

        )

    [query_vars] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => fortunas-fotosesia
                                    [1] => ana-vasadze
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 191065
                )

            [error] => 
            [m] => 
            [p] => 0
            [post_parent] => 
            [subpost] => 
            [subpost_id] => 
            [attachment] => 
            [attachment_id] => 0
            [name] => 
            [static] => 
            [pagename] => 
            [page_id] => 0
            [second] => 
            [minute] => 
            [hour] => 
            [day] => 0
            [monthnum] => 0
            [year] => 0
            [w] => 0
            [category_name] => 
            [tag] => 
            [cat] => 
            [tag_id] => 12121
            [author] => 
            [author_name] => 
            [feed] => 
            [tb] => 
            [paged] => 0
            [meta_key] => 
            [meta_value] => 
            [preview] => 
            [s] => 
            [sentence] => 
            [title] => 
            [fields] => 
            [menu_order] => 
            [embed] => 
            [category__in] => Array
                (
                )

            [category__not_in] => Array
                (
                )

            [category__and] => Array
                (
                )

            [post__in] => Array
                (
                )

            [post_name__in] => Array
                (
                )

            [tag__in] => Array
                (
                )

            [tag__not_in] => Array
                (
                )

            [tag__and] => Array
                (
                )

            [tag_slug__in] => Array
                (
                )

            [tag_slug__and] => Array
                (
                )

            [post_parent__in] => Array
                (
                )

            [post_parent__not_in] => Array
                (
                )

            [author__in] => Array
                (
                )

            [author__not_in] => Array
                (
                )

            [ignore_sticky_posts] => 
            [suppress_filters] => 
            [cache_results] => 1
            [update_post_term_cache] => 1
            [lazy_load_term_meta] => 1
            [update_post_meta_cache] => 1
            [nopaging] => 
            [comments_per_page] => 50
            [no_found_rows] => 
            [order] => DESC
        )

    [tax_query] => WP_Tax_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => fortunas-fotosesia
                                    [1] => ana-vasadze
                                )

                            [field] => slug
                            [operator] => IN
                            [include_children] => 1
                        )

                )

            [relation] => AND
            [table_aliases:protected] => Array
                (
                    [0] => mob1n_term_relationships
                )

            [queried_terms] => Array
                (
                    [post_tag] => Array
                        (
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => fortunas-fotosesia
                                    [1] => ana-vasadze
                                )

                            [field] => slug
                        )

                )

            [primary_table] => mob1n_posts
            [primary_id_column] => ID
        )

    [meta_query] => WP_Meta_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                )

            [relation] => 
            [meta_table] => 
            [meta_id_column] => 
            [primary_table] => 
            [primary_id_column] => 
            [table_aliases:protected] => Array
                (
                )

            [clauses:protected] => Array
                (
                )

            [has_or_relation:protected] => 
        )

    [date_query] => 
    [request] => SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS  mob1n_posts.ID FROM mob1n_posts  LEFT JOIN mob1n_term_relationships ON (mob1n_posts.ID = mob1n_term_relationships.object_id) WHERE 1=1  AND mob1n_posts.ID NOT IN (191065) AND ( 
  mob1n_term_relationships.term_taxonomy_id IN (12121,14305)
) AND mob1n_posts.post_type = 'post' AND ((mob1n_posts.post_status = 'publish')) GROUP BY mob1n_posts.ID ORDER BY mob1n_posts.post_date DESC LIMIT 0, 3
    [posts] => Array
        (
            [0] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 285420
                    [post_author] => 23
                    [post_date] => 2018-09-17 13:59:24
                    [post_date_gmt] => 2018-09-17 09:59:24
                    [post_content] => ანი გიუნტერი „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ახალ სეზონზე შეცვლილი იმიჯით შეხვდა. ტელეწამყვანმა თმის ფერი შეიცვალა და ძალიან კმაყოფილია, ისევე, როგორც მისი მაყურებელი, რადგან ძალიან კარგად გამოიყურება.

ანი გიუნტერი:

ყველაზე რთული გადასაწყვეტია თმის ფერის შეცვლა და მოხარული ვიქნები, თუ ჩემს ყველა გადაწყვეტილებას საზოგადოების მხრიდან ასეთი დადებითი შეფასება მოჰყვება. ცვლილებებს ყოველთვის მივესალმები, ეს არის სწრაფვა განახლებისკენ. ადრე მქონდა ასეთი თმის ფერი, მაგრამ ასაკს მმატებდა სასტიკად, 26 წლის ასაკში 36 წლისას ვგავდი, ახლა კი პირიქით, მომიხდა. ქალი ისე უნდა გამოიყურებოდეს, რამდენი წლისაც არის. არც წონას ვებრძვი, ცოტა მოვიმატე, მაგრამ არ ვებრძვი. ცოტა ხანს მინდა, ასე ვიყო. მერე ვიცი, როგორ გამიხარდება, როცა დავიკლებ. თვითკრიტიკული არ ვარ. საკუთარი თავისთვის არ მითქვამს, „ფუ, რას ჰგავხარო“. გამიგია სხვებისგან, როცა საკუთარ თავზე უთქვამთ, კაი, რას ვგავარო, როცა კომპლიმენტს ეუბნები.

წონა რატომ მოიმატე?

კატასტროფული მატება მაქვს, მეორე ბავშვზე რომ ვმშობიარობდი, რა წონაზეც შევედი სამშობიაროში, ახლა ვარ იმ წონის. ზაფხულის პერიოდში დიეტა არ დამიცავს, ხან სიონში ვიყავი, სადაც ხშირად მყავდა სტუმრები და მათ ვუმასპინძლებოდი, ხან აჭარაში, სადაც მათი სტუმარმასპინძლობის შედეგმა არ დააყოვნა, მერე სამეგრელოში აღმოვჩნდი, სადაც ამიკრძალეს სიტყვა დიეტის თქმა და ვიყავი ასევე ბაკურიანში, ჩემს მეგობართან. დატვირთული ზაფხული გამომივიდა, მიყვარს საქართველოში მოგზაურობა და ვარ აქტიური დამსვენებელი.



უკვე შეუერთდი ტელევიზიის და პირველი ეთერებიც დაგეწყო... ლაშა ღლონტს მეხუთე სართულზე ამწეკრანით მიადექი...

ყველა ჩემმა მეზობელმა იცის, რომ სიმაღლის შიში მაქვს. მეთორმეტე სართულზე ვცხოვრობ და ძლივს მივეჩვიე. საკუთარ სახლში გავიზარდე და მეორე სართულზე რომ გადავედი საცხოვრებლად, შიშით ვიყურებოდი. ყველანაირი შიში დაძლეულია, როცა გიყვარს შენი საქმე. ლაშა ღლონტიც ძალიან მიყვარს და გემრიელად გამიმასპინძლდა. სანამ მეხუთემდე ავედი, ყველა სართულიდან  ყავას მთავაზობდნენ (იცინის). გადასარევი სალათა მივირთვი ლაშა ღლონტთან, შემდეგ ლიფტით დავბრუნდი ქვევით შემდეგი ჩართვისთვის, მაგრამ ასეთი ფათერაკი შეგვემთხვა, რომ ლაშას ტელეფონი ლიფტის შახტაში ჩაუვარდა (იღიმის). მხიარული ეთერი მაინც შედგა, მაგრამ ბევრი ბარიერი გადავლახეთ.

დილას ასე ადრიანად ადგომა შენს გარეგნობაზე არ მოქმედებს?

ძალიან მოქმედებს. ზაფხულში ბევრად უფრო ლამაზი ვარ (იცინის)!.. დასვენების პერიოდში მომიწია ფოტოების გადაღებამ  და რატომღაც ამ ფოტოებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რა ლამაზი ხარო. მე კი მივხვდი, რომ ამ ფოტოებში კარგად გამოძინებული ვარ (იცინის).

გამოუძინებლობას როგორ ებრძვი?

ვერაფრით. დადასტურებული ფაქტია, რომ უძილობა ადამიანებზე ძალიან ცუდად მოქმედებს. ძილი არის აუცილებელი პირობა, ეს ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი. თუ საკუთარ თავს შევატყვე, რომ ახლობლებთან აგრესიული ვარ, აუცილებლად შევეშვები იმ საქმეს, რაც ამას გამოიწვევს. ხასიათზე არა, მაგრამ გარეგნობაზე აისახება.



პირადში გაქვს სიახლე

სიახლეა ის, რომ სიახლე არ მაქვს. გაგიწბილებთ იმედებს და გეტყვით, რომ სიახლეს ჯერჯერობით არ ველოდები. დარწმუნებული ვარ, გრძნობა, რომელსაც მე ვატარებ და აქ სახელსა და გვარს არ დავასახელებ, ფიზიკურად ვერ გაქრება. ამას ხმამაღლა ვამბობ. შეიძლება, ვიღაცამ თქვას, ახალი რომ გამოჩნდება, ძველს დაივიწყებო, მაგრამ ასე არ არის. მე ეს არ მაწუხებს. ვიცნობ ჩემს თავს ძალიან კარგად. თუ სხვებს აწუხებთ ეს საკითხი, ნუ შეწუხდებიან. ჯერ არ ვაპირებ ახალი ურთიერთობის დაწყებას, სანამ ამ გრძნობას ვატარებ... ახლა წარმოუდგენლად მიმაჩნია. ახლა რომ დავიწყო ლაპარაკი, ასეთი უნდა იყოს და ისეთი-მეთქი, ვიცი, როგორიც უნდა იყოს და კონკრეტულ პიროვნებას ხომ არ აღვწერ?

ახლა როგორი ეტაპი გაქვს?

ყველაფრისგან მივიღო ის, რაც მანიჭებს სიამოვნებას. მინდა, ჩემი ყოფა ზოგადად იყოს საინტერესო. მინდა, ჩემი შინაგანი სიმშვიდე არ დაირღვეს. ძალიან ადვილად შეიძლება ავფეთქდე და ცეცხლს ვაფრქვევდე, მაგრამ ხუთ წუთში შემიძლია დამშვიდება ისე, რომ ეთერშიც გავიდე და ვერავინ შემამჩნიოს (იღიმის).

ფოტო: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: „სტრადა“



ნინო მურღულია

[gallery
royalslider="1" ids="285449,285438,285447,285439,285440,285446,285441,285442,285444,285445,285448,285450"]
                    [post_title] => ანი გიუნტერი: „ზაფხულში ბევრად უფრო ლამაზი ვარ!..“
                    [post_excerpt] => 
                    [post_status] => publish
                    [comment_status] => closed
                    [ping_status] => closed
                    [post_password] => 
                    [post_name] => ani-giunteri-zafkhulshi-bevrad-ufro-lamazi-var
                    [to_ping] => 
                    [pinged] => 
                    [post_modified] => 2018-09-17 13:59:24
                    [post_modified_gmt] => 2018-09-17 09:59:24
                    [post_content_filtered] => 
                    [post_parent] => 0
                    [guid] => http://fortuna.ge/?p=285420
                    [menu_order] => 0
                    [post_type] => post
                    [post_mime_type] => 
                    [comment_count] => 0
                    [filter] => raw
                )

            [1] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 271222
                    [post_author] => 6
                    [post_date] => 2018-07-31 15:54:27
                    [post_date_gmt] => 2018-07-31 11:54:27
                    [post_content] => ნათია დუმბაძემ მცირე ხნის წინ აშშ-ში იმშობიარა, სადაც მისი მეუღლე, ბაჩო ბატატუნაშვილი ცხოვრობს. წყვილს მეორე შვილი შეეძინა, პირველი ბიჭი, დუდუ ჰყავთ. როგორც ნათია აღნიშნავს, გოგონას დედობამ ძალია გამოასწორა და ყველა მავნე ჩვევაზე უარი ათქმევინა.

როგორი შეგრძნებაა გოგოს დედობა?

ნათია დუმბაძე: 

უფრო სხვანაირი შეგრძნებაა, პირველი სხვა იყო, ახლა სხვაა. ათი წლის წინ შემეძინა პირველი შვილი, 19 წლის ვიყავი, პატარა და უფრო ვერ ვგრძნობდი. ამ ჯერზე მარტო ვიყავი, ერთი თვე სულ მარტო გავატარე ელეისთან ერთად და უფრო შევიგრძენი მასთან ერთად ყოფნის სიტკბო.

სახელი ვინ შეურჩია?

ეს არის ქალაქის სახელი, სადაც დაიბადა, ლოს ანჯელესი. ეს მეუღლემ მოიფიქრა, მე არა. ელენესთან ასოცირებული სახელია და დავარქვით ელეი. მეც ძალიან მომეწონა ეს სახელი.

რატომ დაიბადა ლოს ანჯელესში?

იმიტომ, რომ ჩემი მეუღლე ცხოვრობს და მუშაობს იქ და გადავწყვიტეთ, მეორე შვილი იქ გაგვეჩინა და ბავშვი ყოფილიყო ამერიკელი (იღიმის).

როდის გაემგზავრე?

როცა შვიდი თვის ფეხმძიმე ვიყავი, იქამდე ვმუშაობდი, არ მქონდა დეკრეტული და როგორც კი ავიღე, გავფრინდი. იქ ვიმშობიარე, ერთი თვე გავჩერდი და მერე ჩამოვიყვანე.

[gallery columns="4" link="file" ids="271225,271226,271227,271228"]

როგორი სამედიცინო მომსახურება მიიღე?

ქართველი ექიმებიც არ ჩამორჩებიან, მინდა გითხრა. განსხვავება უფრო ჰოსპიტალებშია, ექიმებით აქაც კმაყოფილი ვარ, როგორც ეს შვიდი თვე გამატარებინეს. აშშ-ში ჩემს მშობიარობაზე ექვსი მთავარი ექიმი ერთად შემოცვივდა, ეს იყო განსხვავება, ბუნებრივად ვიმშობიარე.

მეუღლე დაესწრო მშობიარობას?

კი, დაესწრო, რა თქმა უნდა, თავისი სურვილით. ისედაც მარტო ვიყავით და არ დამტოვებდა, ჭიპლარიც გადაჭრა.

აღნიშნე, რომ ძალიან დიდი განსხვავებაა გოგოს დედობა... 

ძალიან მაგარია. რაც ჩამოვედი, სიმართლე გითხრა, დრო არ მქონია, რომ რაიმე ვიყიდო მისთვის (იცინის), ძირითადად, დედაჩემია ამ კუთხით დასაქმებული. პირველი გოგო შვილიშვილი ჰყავს და გიჟს ჰგავს, ის ყიდულობს ყველაფერს. აშშ-ში რაც მოვასწარი, შევუძინე.

 



სამსახურში უკვე გახვედი?

ეგრევე, როგორც კი ჩამოვედი. მეორე ფეხმძიმობის შემდეგ უფრო მალე ჩავდექი ფორმაში. ახლა საერთოდ არ მქონდა მომატებული, პირიქით, დავიკელი. ზოგადად, რეჟიმში ჩავდექი, ეგრევე სამსახური, სიმღერა, ბენდი... ამისთვის ორი კვირა დამჭირდა. მეხმარება ძიძაც და ჩემი დედამთილიც. მხოლოდ ძიძა არ მეყოფოდა.

დეფიციტი არ გაქვს ბავშვებთან ურთიერთობის?

სულ მაქვს. სამსახურში ვარ თუ საზღვარგარეთ, სულ ტელეფონში ვიყურები, ფოტოებსა და ვიდეოებს ვათვალიერებ. მაგრამ ზოგადად, როგორც კი თავისუფალი დრო მაქვს, ბავშვებთან ვატარებ. ვსეირნობთ ეზოში, ვაკის პარკში, დუდუსთან ერთად ხშირად დავდივარ სტუმრად, უყვარს კაფე-კაფე სიარული, კინოში...

როცა დისტანციაა ცოლ-ქმარს შორის, ალბათ, მონატრებაც დიდია... 

მე ჩავდივარ ხოლმე, წელიწადში ორჯერ. ვითვლით, რამდენი დარჩა შეხვედრამდე, არის ხოლმე დიდი ამბები. ის სულ მუშაობს, მეც და ეს უფრო გვიადვილებს, ორი შვილი მყავს, ვინ მოაგვარებს პრობლემებს ჩემ გარდა? მეუღლე აქ არ არის, მის გარდა ოჯახურ საკითხებს ვინ მოაგვარებს? ასე რომ, თბილისში ყველაფერი მე ვარ. ჩემი ქმარი ჩემპიონს მეძახის. მამხნევებს, რომ არ მოვდუნდე.



წასვლაზე არ გიფიქრია?

კი, როგორც კი საბუთებს მოვაგვარებთ. წავალთ და ჩამოვალთ ხოლმე, ცხოვრებაც არ იქნება მოსაბეზრებელი, თუმცა სულ იქით ყოფნას არ ვაპირებ. თვითონაც არ უნდა სულ იქ. ახლა იძლებულია, როგორც კი საქმეებს დაალაგებს, მერე უკვე აქეთ-იქით ვივლით. ძირითადი სამსახური იქ ექნება და როგორც კი საშუალება ექნება დატოვების, მერე შეიძლება, ნახევარი წელი აქ ვიყოთ, ნახევარი - იქ.

კარიერის იქ მოწყობას ხომ არ ფიქრობ?

არა. ჩემი ბენდი აქ მყავს და არ ვაპირებ ბენდიდან წამოსვლას.

მეუღლეს მოსწონს შენი აქტიური ცხოვრება?

ძალიან. ასე რომ არ ვიყო, ალბათ, მისთვისაც არ იქნებოდა საინტერესო. თუ მოვდუნდები, არ მოსწონს. იქაც უნდოდა, რომ რაღაც მეკეთებინა, რადგან შეჩვეულია.



სახლის საქმეებს შენ აგვარებ?

არა, ჩემი დედამთილი.

შენს სასიმღერო კარიერიაში რა ხდება?

ვმუშაობ ბენდთან ერთად. უკვე მესამე წელია, არც ერთი კვირა არ ჩაგვიგდია, გამოვდივართ კორპორატიულ თუ სხვა სახის საღამოებზე. ბენდს ჰქვია „გრუვერსი“, რადგან რამდენიმე ახალი მუსიკოსი დაგვემატა. ასე ვთქვათ, რებრენდინგი განვიცადეთ (იცინის). სერიოზულად ვაპირებ მუსიკალური კარიერის განვითარებას.

შენი უფრო შვილი მღერის?

დუდუ მღერის და მინდა, რომ ამ მხრივ ჰქონდეს ნიჭი. პატარა არ ვიცი, რას იზამს. ისე ჰგავს მამას, თავიდან ბოლომდე, რომ არ ვიცი, რამდენად ექნება მუსიკალური მონაცემები.

[gallery columns="4" link="file" ids="271236,271235,271234,271233"]

კიდევ აპირებ გაჩენას?

ძალიან მინდა მესამე და გოგო ისევ. ოთხ-ხუთ წელიწადში გავაჩენ. პირველზე სქესი არ მაინტერესებდა, მეორე გოგო მინდოდა და ახლაც გოგო მინდა.

ახლა შენი ცხოვრების რა ეტაპია?

რთული, მაგრამ საინტერესო და ბედნიერი. გულით გეუბნები, რადიკალურად შემცვალა მეორე შვილმა. უფრო ბედნიერი გავხდი და უფრო ბევრ რამეს ვაკეთებ. მავნე ჩვევებს დავემშვიდობე. ძალიან გამომასწორა ამ ბავშვმა და არ ვიცი, რა მჭირს (იცინის). ორი რომ მყავს, უფრო მობილიზებული გავხდი. ყველგან შემოსავლის წყაროს ვეძებ. მეორეს მერე ასეთ განწყობაზე ვარ. ყველაფერი თავზე დამეცა, უცებ ისე შევვარდი  და დავიქოქე...

ვწუწუნებდი მთელი ცხრა თვე ამ ორსულობაში, მაგრამ ვერაფერს ვჭამდი. მშობიარობის მეორე დღეს ვჭამე იოგურტი, არ უნდოდა ბავშვს, რომ მეჭამა და გავსუქებულიყავი. ახლა ვარჯიში დავიწყე...

[gallery columns="4" link="file" ids="271238,271239,271240,271241"]

 

ანუ არაფერი გაკლია ბედნიერებისთვის...

ალბათ, ჩემს მეუღლესთან ერთად ყოფნა. სანატრელი ეს მაქვს და ჯანმრთელობა. კიდევ ბევრი რამ მინდა, მაგრამ ეს ორი მთავარია. მაქვს ოცნებები, დუდუს ხატვის დიდი ნიჭი აქვს და მინდა, ისწავლოს აშშ-ში, იქ გააკეთოს ყველაფერი. აქ რომ დავტოვო, გავაფუჭებ და იქ მგონია, დიდ წარმატებას მიაღწევს.

ამ ყველაფერთან ერთად მოგზაურობასაც რომ ასწრებ?

ახლახან ჩამოვედი ბარსელონადან. ერთი თვე ჯანსაღ კვებაზე ვიყავი, დილით დარეკავდა თაკო დოლაბერიძე, ჯაბა ქარსელაძესთან გვეპატიჟებოდა და ის გემრიელ კერძებს ამზადებდა. ჩემმა გოგოებმა მთელი ბარსელონა დაათვალიერეს, მე კი ყოველ საღამოს ჯაბასთან ვიჯექი. სამდღიანი მოგზაურობა იყო, მაგრამ ძალიან კარგი. ერთი წელი ყველაფერს ჩამოვრჩი და ვაპირებ, ამ ზაფხულს ავინაზღაურო.

ფოტო: დათუნა აგასი 

გადაღების ადგილი: „ოტიუმი“

ნინო მურღულია

[gallery royalslider="1" link="file" ids="271252,271244,271245,271246,271247,271248,271249,271250,271251,271253,271254,271255,271256,271257,271258,271259,271260,271261,271262,271263,271264,271265"]
                    [post_title] => რატომ დაარქვა ნათია დუმბაძემ ქალიშვილს ელეი - „კიდევ ერთ გოგონას გავაჩენ...“
                    [post_excerpt] => 
                    [post_status] => publish
                    [comment_status] => closed
                    [ping_status] => closed
                    [post_password] => 
                    [post_name] => ratom-daarqva-natia-dumbadzem-qalishvils-elei-kidev-ert-gogonas-gavachen
                    [to_ping] => 
                    [pinged] => 
                    [post_modified] => 2018-07-31 16:21:52
                    [post_modified_gmt] => 2018-07-31 12:21:52
                    [post_content_filtered] => 
                    [post_parent] => 0
                    [guid] => http://fortuna.ge/?p=271222
                    [menu_order] => 0
                    [post_type] => post
                    [post_mime_type] => 
                    [comment_count] => 0
                    [filter] => raw
                )

            [2] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 269388
                    [post_author] => 23
                    [post_date] => 2018-07-25 13:37:41
                    [post_date_gmt] => 2018-07-25 09:37:41
                    [post_content] => მარიკა თხელიძეს მისი მრავალფეროვანი გარდერობის დასათვალიერებლად შინ ვესტუმრეთ. მომღერალს  კლასიკური სამოსიც აქვს და თავისუფალი სტილისაც, აქსესუარებისთვის სპეციალურად გამოყოფილი დიდი უჯრა აქვს, სადაც ბევრ ლამაზ ნივთს აღმოაჩენთ.

მომღერალმა სიამოვნებით დაგვათვალიერებინა საკუთარი სამოსი, ფეხსაცმელი და აქსესუარები და ის რამდენიმე ლუქში გადავიღეთ.

მარიკა თხელიძე:

სამოსი ჩემთვის მნიშვნელოვანია. პრეზენტაციები იქნება თუ ყოველდღიური ცხოვრება, დაბადების დღე თუ კონცერტი, ვცდილობ, არ ვიყო ერთნაირად ჩაცმული. დიდი ხანია, გარდერობს ვავსებ, მაგრამ განვაახლებ ხოლმე. ის სამოსიც რომ იყოს აქ, რომელიც წლების განმავლობაში მაქვს, ტევა არ იქნებოდა (იცინის). ამ გარდერობში უფრო არის გამოსასვლელი ტანსაცმელი. აქ ნახავთ, სხვადასხვა გამოსვლების დროს რაც მეცვა, იმ სამოსს. ერთ-ერთია კოსტიუმი, რომელიც ახალ წელს მეცვა, როცა დათო ევგენიძის სიმღერა შევასრულე, ერთ გოგონას შევაკრინე, ჩემი გემოვნებით. ჩემთვის ბრენდს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, მიხდებოდეს და ჰქონდეს ჩემთვის დამახასიათებელი შტრიხები. ერთი კაბა მაქვს, რომელიც „ზარას“ მაღაზიაში შევიძინე. ბევრმა მკითხა, სად შეიძინეო. მიყვარს ეს პროცესი, როცა რაღაც საინტერესოს აღმოვაჩენ. ბევრი რამ მომწონს, მაგრამ შეგნებულად არ ვყიდულობ, რადგან უხერხულ სიტუაციაში შეიძლება აღმოვჩნდე მაგალითად, დაბადების დღეზე. აღმოჩნდა კიდეც ორი ცნობილი სახე, როცა ერთსა და იმავე მაღაზიაში ნაყიდი კაბა ეცვათ (იღიმის). შავი ქვედაბოლო, რომელსაც ფოტოებზე ნახავთ, „კოტონში“ აღმოვაჩინე. ისიც არ მაინტერესებდა, მიხდებოდა თუ არა და ჩემი ზომა იყო თუ არა. ზომაზე ძირითადად, პრობლემა მაქვს. S ზომა ვარ და ხშირად არ არის.

[gallery columns="2" link="file" size="large" ids="269399,269400"]

საზღვარგარეთ სპეციალურად შოპინგისთვის ხომ არ დადიხარ?

არა, სპეციალურად ამისთვის არ დავდივარ, მაგრამ თუ გასვლა მიწევს, სამოსსაც ვყიდულობ. შოპინგი ჩემთვის დიდი რელაქსაციაა და პოზიტივი მოაქვს, ყურადღების გადასატანად ძალიან კარგია. შოპინგზე აქ დავდივარ, მაგრამ თუ არის საშუალება და ვარ საზღვარგარეთ, რამდენიმე მაღაზიაში შევდივარ ხოლმე, მაგალითად, „ეიჩ ენდ ემში“, სადაც ჩემთვისაც ვყიდულობ და ჩემი შვილისთვისაც.

როგორც მივხვდი, შავი და ბეჟი ფერები გიყვარს ძალიან...

შავი ფერი ჩემი საყვარელი ფერია. მერე ვეცადე და შემოვაპარე სხვა ფერებიც, ჭრელიც, მწვანეც და სხვაც.

ორიგინალური ჩანთები გაქვს. სად ყიდულობ?

ერთ-ერთ ბუტიკში, სხვა მომღერლებისთვისაც ნაცნობი ადგილია. მაიკოს ბუტიკს ვეძახით, ჩამოაქვს ბევრი რამ, მათ შორის ჩანთებიც. ბევრი ჩანთა სწორედ იქ მაქვს შეძენილი.

[gallery link="file" size="medium" ids="269396,269395,269394"]

სპორტულ სამოსს როდის იყენებ?

ყოველდღიურად თავისუფალ სტილს ვამჯობინებ. სამინისტროში დახეულ ჯინსს ვერ ჩავიცვამ, მაგრამ ვცდილობ, თხელი პიჯაკები მოვირგო. მცირე ხნის წინ ჯინსის ქურთუკი მაჩუქა მეგობარმა და ისეთ სიცხეში მეცვა, ბოლოს მეუბნებოდნენ, გაიხადეო. ბოლო დროს ჯინსის ქურთუკების მანია დამემართა, ძალიან მომწონს (იღიმის).

სამკაულებისადმი როგორი დამოკიდებულება გაქვს?

არაჩვეულებრივი დამოკიდებულება მაქვს, მომწონს სხვა ადამიანებზე, მაგრამ მე რაღაცნაირად ვერ ვირგებ, არადა, ფოტოებზე რომ ვუყურებ, მიხდება. ძირითადად, ამ აქსესუარებიდან სათვალეებს ვიკეთებ.

[gallery columns="2" link="file" size="large" ids="269398,269397"]

მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე როგორ გრძნობ თავს და რამდენი წყვილი გაქვს?

რამდენიმე წლის წინ კარგად ვგრძნობდი თავს, მაგრამ კედებზე გადავედი. ყველა მეჩხუბებოდა, გოგო ხარ და გაპრანჭეო. ახლა ისევ ქალური სტილისკენ გადავიხარე და მაღალქუსლიან ფეხსაცმელს უფრო ხშირად ვიცვამ.

ბევრს ხარჯავ სამოსზე?

არ მენანება ხარისხიან ნივთში ფულის აგდახდა. კარგი კი ყოველთვის ძვირია, მაგრამ ყოფილა ბევრი შემთხვევა, როცა ძალიან იაფად შემიძენია და ძალიან მომწონებია. ადრე, როცა ნივთს ვიძენდი, ხშირ შემთხვევაში ვდებდი, ავსაწყობებდი, ასე ვთქვათ, მერე კი ვჩუქნიდი ახლობელ ადამიანებს. ახლა, როცა რაღაცას ვიძენ, ვფიქრობ, რამდენად პრაქტიკული იქნება ჩემთვის. თუ ვხვდები, რომ ეს ისაა, რასაც გამოვიყენებ, ვცდილობ, შევიძინო.

[gallery columns="2" link="file" size="large" ids="269393,269392"]

მეორადებში თუ შეგიძენია სამოსი?

წლების წინ. ჩემს ახლობელს ჰქონდა გახსნილი და რამდენიმე ნივთი ვიყიდე, თეთრი მაისური თვლებით, ქვედაბოლო და კიდევ რაღაც, მართლა არ მახსოვს, რამდენი გადავიხადე. მეორადებშიც არის ახალი რაღაცები. როცა ქუჩაში დავდივარ, მიყვარს მაღაზიების შეთვალიერება, ისეთის, რასაც ბევრი არ მიაქცევს ყურადღებას. შეიძლება, იქ ამოვარჩიო რაღაც, მერე რომ ამბავი ტყდება ხოლმე, მარიკა, ეს სად იყიდეო. სოციალურ ქსელში განსაკუთრებით ინტერესდებიან ამით და ეს ჩემთვის დიდი სტიმულია. იყო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, როცა ვერ ვიყავი ფორმაში და განწყობაც არ მქონდა. მადლობა ღმერთს, ახლა შინაგანად უფრო გაბრწყინებული ვარ, ვცდილობ, ვაფრქვიო პოზიტივი და ყოველი დღის გათენება მიხარია. ეს ჩემს ვიზუალურ მხარესაც დაეტყო და ვცდილობ, ყოველდღე ფორმაში ვიყო (იღიმის).

ფოტო: დათუნა აგასი 

ნინო მურღულია

[gallery royalslider="1" link="file" ids="269401,269392,269402,269399,269394,269393,269395,269396,269397,269398,269400"]
                    [post_title] => მარიკა თხელიძე: „შინაგანად უფრო გაბრწყინებული ვარ და ეს ჩემს ვიზუალურ მხარესაც დაეტყო...“
                    [post_excerpt] => 
                    [post_status] => publish
                    [comment_status] => closed
                    [ping_status] => closed
                    [post_password] => 
                    [post_name] => marika-tkhelidze-shinaganad-ufro-gabrwyinebuli-var-da-es-chems-vizualur-mkharesac-daetyo
                    [to_ping] => 
                    [pinged] => 
                    [post_modified] => 2018-07-25 15:15:55
                    [post_modified_gmt] => 2018-07-25 11:15:55
                    [post_content_filtered] => 
                    [post_parent] => 0
                    [guid] => http://fortuna.ge/?p=269388
                    [menu_order] => 0
                    [post_type] => post
                    [post_mime_type] => 
                    [comment_count] => 0
                    [filter] => raw
                )

        )

    [post_count] => 3
    [current_post] => -1
    [in_the_loop] => 
    [post] => WP_Post Object
        (
            [ID] => 285420
            [post_author] => 23
            [post_date] => 2018-09-17 13:59:24
            [post_date_gmt] => 2018-09-17 09:59:24
            [post_content] => ანი გიუნტერი „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ახალ სეზონზე შეცვლილი იმიჯით შეხვდა. ტელეწამყვანმა თმის ფერი შეიცვალა და ძალიან კმაყოფილია, ისევე, როგორც მისი მაყურებელი, რადგან ძალიან კარგად გამოიყურება.

ანი გიუნტერი:

ყველაზე რთული გადასაწყვეტია თმის ფერის შეცვლა და მოხარული ვიქნები, თუ ჩემს ყველა გადაწყვეტილებას საზოგადოების მხრიდან ასეთი დადებითი შეფასება მოჰყვება. ცვლილებებს ყოველთვის მივესალმები, ეს არის სწრაფვა განახლებისკენ. ადრე მქონდა ასეთი თმის ფერი, მაგრამ ასაკს მმატებდა სასტიკად, 26 წლის ასაკში 36 წლისას ვგავდი, ახლა კი პირიქით, მომიხდა. ქალი ისე უნდა გამოიყურებოდეს, რამდენი წლისაც არის. არც წონას ვებრძვი, ცოტა მოვიმატე, მაგრამ არ ვებრძვი. ცოტა ხანს მინდა, ასე ვიყო. მერე ვიცი, როგორ გამიხარდება, როცა დავიკლებ. თვითკრიტიკული არ ვარ. საკუთარი თავისთვის არ მითქვამს, „ფუ, რას ჰგავხარო“. გამიგია სხვებისგან, როცა საკუთარ თავზე უთქვამთ, კაი, რას ვგავარო, როცა კომპლიმენტს ეუბნები.

წონა რატომ მოიმატე?

კატასტროფული მატება მაქვს, მეორე ბავშვზე რომ ვმშობიარობდი, რა წონაზეც შევედი სამშობიაროში, ახლა ვარ იმ წონის. ზაფხულის პერიოდში დიეტა არ დამიცავს, ხან სიონში ვიყავი, სადაც ხშირად მყავდა სტუმრები და მათ ვუმასპინძლებოდი, ხან აჭარაში, სადაც მათი სტუმარმასპინძლობის შედეგმა არ დააყოვნა, მერე სამეგრელოში აღმოვჩნდი, სადაც ამიკრძალეს სიტყვა დიეტის თქმა და ვიყავი ასევე ბაკურიანში, ჩემს მეგობართან. დატვირთული ზაფხული გამომივიდა, მიყვარს საქართველოში მოგზაურობა და ვარ აქტიური დამსვენებელი.



უკვე შეუერთდი ტელევიზიის და პირველი ეთერებიც დაგეწყო... ლაშა ღლონტს მეხუთე სართულზე ამწეკრანით მიადექი...

ყველა ჩემმა მეზობელმა იცის, რომ სიმაღლის შიში მაქვს. მეთორმეტე სართულზე ვცხოვრობ და ძლივს მივეჩვიე. საკუთარ სახლში გავიზარდე და მეორე სართულზე რომ გადავედი საცხოვრებლად, შიშით ვიყურებოდი. ყველანაირი შიში დაძლეულია, როცა გიყვარს შენი საქმე. ლაშა ღლონტიც ძალიან მიყვარს და გემრიელად გამიმასპინძლდა. სანამ მეხუთემდე ავედი, ყველა სართულიდან  ყავას მთავაზობდნენ (იცინის). გადასარევი სალათა მივირთვი ლაშა ღლონტთან, შემდეგ ლიფტით დავბრუნდი ქვევით შემდეგი ჩართვისთვის, მაგრამ ასეთი ფათერაკი შეგვემთხვა, რომ ლაშას ტელეფონი ლიფტის შახტაში ჩაუვარდა (იღიმის). მხიარული ეთერი მაინც შედგა, მაგრამ ბევრი ბარიერი გადავლახეთ.

დილას ასე ადრიანად ადგომა შენს გარეგნობაზე არ მოქმედებს?

ძალიან მოქმედებს. ზაფხულში ბევრად უფრო ლამაზი ვარ (იცინის)!.. დასვენების პერიოდში მომიწია ფოტოების გადაღებამ  და რატომღაც ამ ფოტოებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რა ლამაზი ხარო. მე კი მივხვდი, რომ ამ ფოტოებში კარგად გამოძინებული ვარ (იცინის).

გამოუძინებლობას როგორ ებრძვი?

ვერაფრით. დადასტურებული ფაქტია, რომ უძილობა ადამიანებზე ძალიან ცუდად მოქმედებს. ძილი არის აუცილებელი პირობა, ეს ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი. თუ საკუთარ თავს შევატყვე, რომ ახლობლებთან აგრესიული ვარ, აუცილებლად შევეშვები იმ საქმეს, რაც ამას გამოიწვევს. ხასიათზე არა, მაგრამ გარეგნობაზე აისახება.



პირადში გაქვს სიახლე

სიახლეა ის, რომ სიახლე არ მაქვს. გაგიწბილებთ იმედებს და გეტყვით, რომ სიახლეს ჯერჯერობით არ ველოდები. დარწმუნებული ვარ, გრძნობა, რომელსაც მე ვატარებ და აქ სახელსა და გვარს არ დავასახელებ, ფიზიკურად ვერ გაქრება. ამას ხმამაღლა ვამბობ. შეიძლება, ვიღაცამ თქვას, ახალი რომ გამოჩნდება, ძველს დაივიწყებო, მაგრამ ასე არ არის. მე ეს არ მაწუხებს. ვიცნობ ჩემს თავს ძალიან კარგად. თუ სხვებს აწუხებთ ეს საკითხი, ნუ შეწუხდებიან. ჯერ არ ვაპირებ ახალი ურთიერთობის დაწყებას, სანამ ამ გრძნობას ვატარებ... ახლა წარმოუდგენლად მიმაჩნია. ახლა რომ დავიწყო ლაპარაკი, ასეთი უნდა იყოს და ისეთი-მეთქი, ვიცი, როგორიც უნდა იყოს და კონკრეტულ პიროვნებას ხომ არ აღვწერ?

ახლა როგორი ეტაპი გაქვს?

ყველაფრისგან მივიღო ის, რაც მანიჭებს სიამოვნებას. მინდა, ჩემი ყოფა ზოგადად იყოს საინტერესო. მინდა, ჩემი შინაგანი სიმშვიდე არ დაირღვეს. ძალიან ადვილად შეიძლება ავფეთქდე და ცეცხლს ვაფრქვევდე, მაგრამ ხუთ წუთში შემიძლია დამშვიდება ისე, რომ ეთერშიც გავიდე და ვერავინ შემამჩნიოს (იღიმის).

ფოტო: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: „სტრადა“



ნინო მურღულია

[gallery
royalslider="1" ids="285449,285438,285447,285439,285440,285446,285441,285442,285444,285445,285448,285450"]
            [post_title] => ანი გიუნტერი: „ზაფხულში ბევრად უფრო ლამაზი ვარ!..“
            [post_excerpt] => 
            [post_status] => publish
            [comment_status] => closed
            [ping_status] => closed
            [post_password] => 
            [post_name] => ani-giunteri-zafkhulshi-bevrad-ufro-lamazi-var
            [to_ping] => 
            [pinged] => 
            [post_modified] => 2018-09-17 13:59:24
            [post_modified_gmt] => 2018-09-17 09:59:24
            [post_content_filtered] => 
            [post_parent] => 0
            [guid] => http://fortuna.ge/?p=285420
            [menu_order] => 0
            [post_type] => post
            [post_mime_type] => 
            [comment_count] => 0
            [filter] => raw
        )

    [comment_count] => 0
    [current_comment] => -1
    [found_posts] => 112
    [max_num_pages] => 38
    [max_num_comment_pages] => 0
    [is_single] => 
    [is_preview] => 
    [is_page] => 
    [is_archive] => 1
    [is_date] => 
    [is_year] => 
    [is_month] => 
    [is_day] => 
    [is_time] => 
    [is_author] => 
    [is_category] => 
    [is_tag] => 1
    [is_tax] => 
    [is_search] => 
    [is_feed] => 
    [is_comment_feed] => 
    [is_trackback] => 
    [is_home] => 
    [is_404] => 
    [is_embed] => 
    [is_paged] => 
    [is_admin] => 
    [is_attachment] => 
    [is_singular] => 
    [is_robots] => 
    [is_posts_page] => 
    [is_post_type_archive] => 
    [query_vars_hash:WP_Query:private] => 8532fea9629b872b9e611fd7a5563e83
    [query_vars_changed:WP_Query:private] => 
    [thumbnails_cached] => 
    [stopwords:WP_Query:private] => 
    [compat_fields:WP_Query:private] => Array
        (
            [0] => query_vars_hash
            [1] => query_vars_changed
        )

    [compat_methods:WP_Query:private] => Array
        (
            [0] => init_query_flags
            [1] => parse_tax_query
        )

)

მსგავსი სიახლეები