LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცუკერბერგის ქონება Facebook-ის პრიორიტეტების ცვლილების გამო 3 მილიარდი დოლარით შემცირდა

44

მას შემდეგ რაც Facebook-ის დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა სოციალური ქსელის სიახლეების პრიორიტეტების ცვლილების შესახებ განაცხადა, სავაჭრო ბირჟის nasdaq-ის მონაცემებით, კომპანიის ფასიანი ქაღალდების ფასი 4,5%-ით დაეცა.

ცუკერბერგს კომპანიის აქციების 14% ეკუთვნის. აქციებზე ფასის ვარდნამ ბიზნესმენის ქონება 3,2 მილიარდი დოლარით შეამცირა.

როგორც ცუკერბერგმა თავის გვერდზე დაწერა,Facebook-ი შეამცირებს ახალი ამბებსა და სარეკლამო პუბლიკაციებზე აქცენტს და გააძლიერებს პირადი მიმოწერის და ურთიერთობის მიმართულებას. მისივე თქმით, კომპანიების, ბრენდების და მედიის პოსტების რაოდენობა შემცირდება.

„ახალი ამბების მიმართულებამ გადაუხვია იმ ძირითად მიზანს, რისთვისაც თავიდან შეიქმნა – დახმარებოდა ადამიანებს ერთმანეთთან კონტაქტში. პირველი ცვლილება, რომელსაც შეამჩნევთ, სწორედ სიახლეების მხრივ იქნება, სადაც თქვენ უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებთ მეგობრების, ოჯახის წევრების და თქვენი ჯგუფებიდან,“- დაწერა ცუკერბერგმა. მისი თქმით, ცვლილებების განხორციელება უკვე დაწყებულია და რამდენიმე თვე გაგრძელდება.

„ასეთი ცვლილებებით მე ვიმედოვნებ, რომ ადამიანები Facebook-ზე უფრო ნაკლებად შევლენ, თუმცა ის დრო, რომელსაც ისინი სოციალურ ქსელში გაატარებენ, უფრო სასარგებლოდ იქნება გამოყენებული. თუ ჩვენ სწორად ვიქცევით, მჯერა, რომ ეს კარგი ეფექტი იქნება როგორც საზოგადოებისთვის, ასევე ჩვენი ბიზნესისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში,“- დასძინა Facebook-ის დამაარსებელმა.

2017 წლის 27 ივნისს Facebook-ის მომხმარებელთა რიცხვმა 2 მილიარდს გადააჭარბა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები