LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დალიე და გახდი! – ჩაი, რომელიც წონის დაკლებაში დაგეხმარებათ

7265

ის, ვინც დიეტას იცავს ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს საკუთარ რაციონს – ითვლის კალორიებს, უარს ამბობს ტკბილეულზე და მხოლოდ ზუსტად დადგენილ დროს იკვებება.

სამწუხაროდ, სასმელი მათ რაციონში არ შედის. არადა, სითხის მიღება არანაკლებ მნიშვნელოვანია. თუ თქვენ ტკბილ გაზიან წყალს ეტანებით, მაშინ ნუ გაგიკვირდებათ, რომ წონაშიც რთულად იკლებდეთ და ცელულიტიც არსად ქრება. თუმცა, არსებობს სასარგებლო სასმელიც, რომელიც თქვენს ორგანიზმსაც გააჯანსაღებს და წონაში დაკლებაშიც გეხმარებათ.

გთავაზოობთ 10 უგემრიელესი ჩაის ვარიანტს, რომელთა მირთმევა არა მარტო სასარგებლო, არამედ სასიამოვნოცაა, რადგან ერთის მხრივ შიმშილის გრძნობას მოგიკლავთ, მეორეს მხრივ კი, დააჩქარებენ ზედმეტი კილოგრამების დაკარგვის პროცესს.

  1. ჯანჯაფილის ჩაი

სასრგებლო თვისებებით ჯანჯაფილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია, მის შემადგენლობაში არსებული ზეთები კი, აჩქარებენ მეტაბოლიზმს, აუმჯობესებენ მომნელებელი სისტემის მუშაობას და ნივთიერებათა ცვლის პროცესს. გარდა ამისა, ჯანჯაფილი ამცირებს შიმშილის გრძნობას და ტკბილის მოთხოვნილებას.

დაჭერით თხლად ჯანჯაფილის ფესვები და დაასხით მდუღარე წყალი. გემოვნებით დაუმატეთ ლიმონის წვენი და თაფლი. გააჩერეთ 10-15 წუთი და მიირთვით.

  1. ჩაი მასალა

ინდური ჩაი მასალა მათთვისაა რეკომენდებული, ვისაც იმუნიტეტის გაძლიერება და მომნელებელი სისტემის მუშაობის გაუმჯობესება უნდა.

ბუნებრივად შენელებულ ჩაის ფოთლებს დაუმატეთ ცხელი წყალი, რძე და მიირთვით.  

  1. მწვანე ჩაი

მწვანე ჩაი სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო სახეობად. ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ ის იაპონელების საყვარელი სასმელია. სხვათაშორის, სწორედ იაპონელები არიან მწვანე ჩაის სასარგებლო თვისებების საუკეთესო ილუსტრაცია, რადგან არასდროს უჩივიან ჭარბ წონას და ყველაზე დიდხანს ცოცხლობენ.

შეარჩიეთ მწვანე ჩაი დანამატებისა და არომატიზატორების გარეშე. დასხით ცხელი წყალი და მიირთვით ლიმონთან ერთად.

  1. ასკილის ჩაი

ასკილის ჩაის რაციონში შეტანას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში, ის აძლიერებს იმუნიტეტს და ზოგადად ორგანიზმს. საიდუმლო კი, იმ ვიტამინებშია, რომელსაც ასკილი შეიცავს. გარდა ამისა, ასკილი აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას და აქრობს შიმშილის გრძნობას.

მიირთვით ასკილის ჩაი სადილამდე ნახევარი საათით ადრე და დარწმუნებული იყავით, რომ იმაზე მეტს არ მიირთმევთ, ვიდრე თქვენს ორგანიზმს ჭირდება.  

 

  1. ჭინჭრის ჩაი

ჭინჭარი სასარგებლოა გულისთვის და სისხლძარღვებისთვის. თუმცა, ამით არ მთავრდება მისი სასარგებლო თვისებები. ჭინჭარი დიდი რაოდენობით ვიტამინებსა და მინერალებს, მათ შორის რკინას, ფოსფორს და კალიუმს შეიცავს. გარდა ამისა, ის აკონტროლებს ჭამის მადას.

ერთ სუფრის კოვზ ჭინჭრის ფოთოლს დაასხით ცხელი წყალი, გააჩერეთ ერთი საათით შემდეგ კი, გაწურეთ.

  1. მატჩას ჩაი

სულ უფრო პოპულარული ხდება ფხვიერი მწვანე ჩაი მატჩა. მართალია, მისი სასარგებლო თვისებები ბოლომდე შესწავლილი არაა, მაგრამ წონის დაკლებაში აუცილებლად დაგეხმარებათ.

27d11b676bd38c79d411436cbf0af3602bec474a

  1. ჭნავის ჩაი

ჭნავის (ცირცელი) ჩაი გაგიუმჯობესებთ კუჭის მოქმედებას და დაგეხმარებათ გააკონტროლოთ საკუთარი მადა. მისი დალევა რამდენიმე კურსადაა რეკომენდირებული.

ჭნავის მარცვლებს დაასხით ნახევარი ლიტრი ცხელი წყალი და რამდენიმე საათით გააჩერეთ. მიირთვით დღეში 3-4-ჯერ საკვების მიღების წინ.

  1. მაყვლის ჩაი

ჩაის მოსამზადებლად მაყვლის მარცვლების მაგივრად გამოიყენეთ მისი ფოთლები. ერთ სუფრის კოვზ მაყვლის ფოთოლს დაასხით ცხელი წყალი. გაჩერეთ 10-15 წუთით, შემდეგ კი, მიირთვით.

  1. ვაშლის ჩაი

ვაშლი როგორც წესი მადას აღვიძებს, ვაშლის ჩაი კი, პირიქით – ამცირებს. შეარჩიეთ მწვანე მომჟავო ვაშლი, დაჭერით თხელ ნაჭრებად და დაასხით ჩვეულებრივი შავი ჩაი. გააჩერეთ რამდენიმე საათით და მიირთვით საჭმლის მიღებამდე 2-3 საათით ადრე.  

  1. კარკადეს ჩაი

კარკადე, რომელსაც ხშირად წითელ ჩაისაც ეძახიან, წონის დაკლების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებაა, რადგან ის ორგანიზმსაც წმინდავს შლაკებისა და ტოქსინებისგან და მომნელებელი სისტემის მუშაობასაც აუმჯობესებს. გარდა ამისა, კარკადე ხელს უწყობს ორგანიზმს უფრო ნელა გადაამუშავოს შაქარი. თუ თქვენ ფიგურას უფრთხილდებით, მაშინ კარკადეს ჩაი სწორედ თქვენი ვარიანტია.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები