LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ჭიჭინაძე: პარტიიდან კი არა, საზოგადოებიდან გარიცხვა როგორ უნდა, მაგათ ვაჩვენებ

53

ეტყობა „ქართულ ოცნებაში“ უჭირთ სიმართლის მოსმენა და სწორედ ეს გახდა ოცნების პრობლემა, რომ ისინი ძალიან ჩაიკეტნენ, – ამის შესახებ  დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განუცხადა. მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც პარტიდან მის გაშვებას ხელს აწერენ, არასდროს ყოფილან ქართული ოცნება. ჭიჭინაძის განცხადებით „ქართული ოცნებაა“ საზოგადოება და ბიძინა ივანიშვილი.

დავით ჭიჭინაძეს ეჭვი ეპარება, რომ მისი გარიცხვის გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული იყოს. მისივე განცხადებით, ის აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებას.

„ეტყობა ცოტა უჭირთ სიმართლის მოსმენა და ეს გახდა ,,ქართული ოცნების“ პრობლემა, რომ ჩაიკეტნენ ძალიან. ყოფილი პრემიერი მიალანძღეს, ყოფილ თანაგუნდელებს ლანძღავენ, ძალიან საინტერესოა მე რას დამაბრალებენ. ქართული ოცნება არასდროს ყოფილან ის ადამიანები, ვინც ხელს აწერენ ამ გადაწყვეტილებას. შუა რგოლში მყოფი ადამიანები რას უზამენ პარტიას, ამასაც მალე ვნახავთ“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

ამასთა,  ჭიჭინაძე ფიქრობს, რომ მის მგავსად, “ქართული ოცნების” რიგებიდან ბევრს გარიცხავენ, რადგან პარტიის ხელმძღვანელობას დასჯის მექანიზმად ეს ფორმა მიაჩნია.

„ალბათ, უმრავლესობიდან ამ პარტიებსაც გარიცხავენ, რომელსაც ყველაზე ძალიან უჭირს, იქ გადავალ. იმდენად არასერიოზული გადაწყვეტილება მიიღეს, მათ ასეთივე არასერიოზულობით ვპასუხობ. ალბათ, ეს იმათი გადაწყვეტილებაა, ვისაც ხელმომწერებში ხედავთ. ერთმანეთს კარგად უგებენ. ჩემს გზას გავაგრძელებ, იგრძნეს, რომ ვადამდელი არჩევნები ახლოვდება და მაგას მაინც ვერ გადაურჩებიან.  საზოგადოება დამეხმარება, რომ ქართულმა პარლამენტმა ამ შემადგენლობით თავისი რეალური მხარდაჭერა და რეალური სახე დაინახოს. ჩემს ამომრჩეველს მოვთხოვ, რომ დაანახოს, ესენი რას წარმოადგენენ. პარტიიდან კი არა, საზოგადოებიდან გარიცხვა როგორ უნდა, მაგათ ვაჩვენებ. ამაში ჩვენი საზოგადოება დამეხმარება. ბევრს მიადგებიან, ალბათ, გონიათ, რომ დასჯის მექანიზმი ესაა. დეპუტატს რა თავისუფლებაც სჭირდება, ის მომანიჭეს. ვისთანაც პიროვნული ურთიერთობა მაქვს, არ მგონია, ამის გაფუჭება შეძლონ”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები