LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით სერგეენკო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე – შოკისმომგვრელი ფაქტია – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ბავშვს ნორმალური მომავალი ჰქონდეს

64

ძალიან შოკისმომგვრელი ფაქტია, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ბავშვს ნორმალური მომავალი ჰქონდეს”, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალას გამოეხმაურება, სადაც მოზარდები მათ თანატოლ ბიჭზე ზეწოლას ახდენენ და მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. სერგეენკოს განცხადებით, მსხვერპლის ვინაობის დადგენა გუშინვე მოხდა და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ბავშვს ნორმალური მომავალი ჰქონდეს.

“გუშინ მოხდა ამ ბავშვის იდენტიფიკაცია. უკვე ჩართულები არიან ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სამსახური, შსს და ამ მხრივ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. მე ვიტყოდი, ძალიან შოკისმომგვრელი ფაქტია, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ბავშვს ნორმალური მომავალი ჰქონდეს”, – განაცხადა სერგეენკო.

კითხვაზე, ამ საკითხზე სამინისტროს რეაგირება დაგვიანებული ხომ არ იყო, სერგეენკო პასუხობს, რომ სამინისტრომ რეაგირება ამ საკითხზე, ვიდეომასალის გამოქვეყნებიდან დროულად მოახდინა.

“ჩვენი სამსახური ინტენსიურად მუშაობს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თუმცა ყველა ასეთი შემთხვევის პრევენცია თეორიულადაც შეუძლებელია, რადგან ჩვენ არ გვაქვს თვალთვალის ინსტრუმენტები, რომ ვუთვალთვალოთ ყველა ბავშვს, თუ როგორ იქცევა. როდესაც გვაქვს ამის სიგნალი, ამის შესახებ რეაგირება არის მყისიერი. გუშინ გავრცელდა ეს კადრები და გუშინვე მოხდა იდენტიფიკაცია და ჩვენი თანამშრომლების ჩართვა”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები