LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს კვირის ბოლოს გაეგზავნება

41

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტი კანონით დადგენილი წესით, საკრებულოს კვირის ბოლოს გაეგზავნება. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის ინფორმაციით, 2018 წელს განსახორციელებელი პროექტების ბიუჯეტი, ჯამში, 60 მლნ ლარით გაიზრდება.

“აქედან ფინანსთა სამინისტროს ტრანსფერი 14 მლნ ლარი, სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყების მიზნით, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ საწესდებო კაპიტალში წელსვე აისახება და ვაგონების მოდერნიზება-რეკონსტრუქციას მოხმარდება, ხოლო 46 მლნ ლარი 2018 წლის ბიუჯეტში პირდაპირი წესით აისახება და ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობისკენ მიემართება,”- განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურული ხარჯები წარდგენილ ბიუჯეტთან შედარებით, რომელიც თავდაპირველად 282 მლნ ლარს შეადგენდა, 55 მლნ ლარით გაიზრდება და 337 მლნ ლარით განისაზღვრება.  “მნიშვნელოვნად გაიზრდება გამწვანების ღონისძიებებისთვის განკუთვნილი თანხებიც – 2,9 მლნ ლარიდან 9 მლნ ლარამდე,”- აღნიშნა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, 2018 წლის კიდევ ერთი მთავარი პრიორიტეტი ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა იქნება, კერძოდ, განხორციელდება ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის 32 პროგრამა, მათ შორის, ის 2 დამატებითი პროგრამა, რომელიც წინასაარჩევნოდ იქნა გაჟღერებული. ესენია: ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგი და ღვიძლის ტრანსპლანტაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები